00:10 30-08-2015
საქართველოს ნაკრები რუსეთთან 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
იგორ კოკოშკოვის გუნდმა მხოლოდ მატჩის სტარტზე შეძლო 6-ქულიანი უპირატესობის მოპოვება, ამის შემდეგ კი სულ მდევრის როლში იყო.
პირველი მეოთხედი 18:26 წავაგეთ, დიდ შესვენებაზე კი ანგარიში 36:42 იყო, რუსების სასარგებლოდ.
სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელებმა კიდევ უფრო ცუდად მესამე მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 12-ქულიანი სხვაობით წააგეს. ბოლო მეოთხედის წინ კი ანგარიში 64:46 გახდა.
ბოლო მეოთხედში მხოლოდ სხვაობის შემცირება მოვახერხეთ და საბოლოო მატჩი 12-ქულიანი სხვაობით დავთმეთ.
დღის პირველ მატჩში კი იტალიის ნაკრებმა ანგარიშით 90:69 დაამარცხა ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი "მიჩიგან სპარტანსი". ტურნირის გამარჯვებულიც სწორედ იტალიისა და რუსეთის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებსაც 2-2 მოგება აქვთ.
საქართველოს ნაკრები კი ტრიესტეში ბოლო მატჩს "მიჩიგან სპარტანსთან" 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე გამართავს და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ცქიტიშვილზე კარგი მაღალი მარტო ზაზაა. სადაც არ უნდა თამაშობდე 24 ქულა და 12 მოხსნა თემაა. კლასი აქვს და თავისას მაინც იზავს. თანძაან მაგარი საშუალო აქვს. სამიანიც აქვს. მოძრავია. ძალიან მაღალია.
0
0
jab.სანამ რამეზე აზრის გამოთქმას დააპირებ ზრდილობასაც თუ დააყოლებ კარგი იქნება.ცუდია ადამიანი როცა ინტერნეტს იყენებს სხვის სალანძღავად კრიტიკა და ლანძღვა ერევა ერთმანეთში და შეურაწყოფასაც არ ერიდება.
0
0
რამდენი ხანია გავიძახე - კოკშკოვს დიდი კალათბურთის არაფერი გაეგება. პულენი პირველ ნომრად რიმ ვერ გამოდგება, ამას დიდი ცოდნა არ სჭირდება. ლეჟავა, ფაცაცია, შარაბიძე, მეტრეველი საშუალოზე დაბალი რანგის მოთამაშეები არიან, ამიტომ მთელი ტვირთი 5-6 მოთამაშეს აწვება, აქედან შერმადინი და თოკო ფორმაში აშკარად არ არიან, და ამ დროს რაღაც ახირების გამო არ უძახებს ნიკას, რომელიც ლიბანის არც ისე სუსტ ჩემპიონატში საშუალოდ 24 ქულას და 12 რიბაუნდს აგროვებდა. იტალიასთან მოხდა სასწაული - პულენსაც და მარკოიშვილს სამიანების წაუვიდა, მაგრამ ეს ყოველდღე არ ხდება. ხოლო მწვრთნელს სხვა სათამაშო სქემები არ გააჩნია - გუშინ ზაზა აშკარად სჯაბნიდა რუსების ცენტრებს,მ მაგრამ გუნდს არ გააჩნია ცენტრზე თამაშის სქემები. ასეთი თამაშით გუნდი ჰოლანდიასაც ვერ მოუგებს
0
0
ხალხო რა პავლოვის ძაღლებივით რეფლექსებით აზროვნებთ.საფრანგეთის მერე დონდლოები იყვნენ,იტალიის მერე გმირები,რუსების მერე ისევ დონდლოები.მოსამზადებელია ეს,მოსამზადებელი.თანაც,არც ისე დიადი ნაკრები არ გვყავს ევროგრანდებს რო ვაჯობოთ.დაველოდოთ ევროპას
0
0
რა დროს ცქიტოაო ამ აზრზე როა ჩვენი ბედოვლათი ნაკრების მწვრთნელი მიტო დაახია რუსების მეორე ნაკრებმა ბურთი თავზე. 6 კაცით თამაშობს გუნდი დანარჩენები ტურისტის როლში არიან. და დარჩენილი ექვსიდან რომელია ცქიტოზე უკეთესი არცერთი.პირიქით კია.
0
0
რაღა დროს ცქოტიშლია ოე ოეეეე, აი პულენზე უკეთესი გამთამაშებელი ან თუნდაც მაგის დონის თუ არა გვყავს საქართველოს ჩემპიონატში ვაი ჩვენს პატრონს, რისთვის მოიყვანეტ???? ტოოო!!!!
0
0
ნეტავ იტალიასთან თამაში მენახა, იქ უთამაშია თურმე პულენს კლათბურთი )))
0
0
ერთი ფაჩულიას თამაში მაჩვენა,ისე როგორც ნბა-ს მოთამაშეს ეკადრება და მერე მომკლა,ამდენი ხანი პროფესიონალებში თამაშობ და მოყვარულებში საშუალო მოთამაშედ გამოიყურები,ძალიან,ძალიან გაკვირვებული ვარ.
0
0
აბა თკვენ იცით რამდენხანს არ დაუძახებთ ცქიტიშვილს
0
0
ამ ნაკრებით ვფიქრობთ ჯგუფიდან გასვლას? ნეტარ არიან მორწმუნენი
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული