I ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა 37:29 მოიგო, პირველ ნახევარში ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო 12 ქულით.
ჩვენი გუნდის უპირატესობა 12 ქულამდეც ავიდა, თუმცა ბოლო წამებზე ამერიკელები წამოგვეწივნენ და როცა ვიქტორ სანიკიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, გამარჯვების შანსიც მიეცათ, მაგრამ შორი მანძილიდან ნატყორცნი სამქულიანი მიზანს აცდა - 71:70 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო 18 ქულით, 12-12 ქულა ზაზა ფაჩულიას და მანუჩარ
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა წინა ორი მატჩი დათმო: იტალიასთან - 90:91 და რუსეთთან 69:81.