"ვითამ" ამ გათამაშებაში უკვე ზედიზედ მე-10 მატჩი დათმო და 0-10 შედეგით უკანასკნელ ადგილზეა. ლატვიურმა გუნდმა მე-3 მატჩში იმარჯვა.
"ვითას" რიგებში საუკეთესო ვიტალი ანიკიენკო იყო 22 ქულით.
!["ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/76c2a5e84617c4ac072a74bf40730d00.jpg)
თბილისის "ვითას" მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე:
"მუდმივად ვკარგავთ კალათბურთელებს. სათამაშო კავშირები უნდა დავალაგოთ, მაგრამ განაცხადისთვის მოთამაშეებს ძლივს ვაგროვებთ. ამას დამატებული, გამოცდილებაც არ გვყოფნის. თუმცა ამ მატჩის შემდეგ ჩემს ბიჭებს უფრო დიდი პატივისცემით ვეპყრობი. ისინი არასდროს ნებდებიან".
29 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
ვითა-ვეფ რიგა 69:99
21:18, 18:28, 12:24, 18:29
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (13ქ), ბოქოლიშვილი (6ქ, 3პ), შენგელია (9ქ), სტარატელევი (1ქ), ბიბილური, ჰენრი (18ქ, 7მ), ანიკიენკო (22ქ, 8მ).
ვეფ რიგა: მეჟერისი (11ქ), კრუზი (11ქ, 4პ), შტრელნიეკსი (6მ), ჰაკანსონი (9ქ, 9პ), გეკსი (3ქ), მაკდაუელი (10ქ), რუბიო (6ქ), ბერზინსი (15ქ, 7მ, 4პ), მეიერსი (17ქ), იაკოვიცსი (9ქ), ნანკივილი (8ქ, 9მ), ვილდე.
მსაჯები: ი. პუტენკო (რუსეთი), ს. ბელიაკოვი (რუსეთი), ა. ჩუდინი (რუსეთი).