საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ხორვატიას, ლატვიას და თურქეთს, რომლებმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები ვერ მოიპოვეს, ფიბა-მ საჩუქარი გაუკეთა და ოლიმპიადაზე გასვლის შანსი უბოძა.

აღნიშნული ნაკრებები ფიბა-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიწვია, რომელიც 4-10 ივლისს სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, სერბეთსა და იტალიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის 2 საგზური ევროპის ქვეყნებისთვის ევრობასკეტ 2015-ზე გათამაშდა. პირდაპირი საგზურები ევრობასკეტ 2015-ის ფინალისტებმა ესპანეთმა და ლიტვამ მიიღეს.

ევროპის ჩემპიონატზე ასევე გათამაშდა ოლიმპიადის დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები, რომელიც რეგლამენტით მე-3-მე-7 ადგილებზე
გასულმა გუნდებმა მიიღეს.

ესენი არიან: საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი, ჩეხეთი.

ამ გუნდებს ფიბა-მ საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატა ლატვია, რომელიც ევრობასკეტზე მერვე ადგილზე გავიდა; ასევე, თურქეთი და ხორვატია.

Sportall.ge დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო ე.წ. საჩუქარი ამ სამმა ქვეყანამ და არა საქართველომ, რომელიც თურქეთისა და ხორვატიის მსგავსად, ევრობასკეტ 2015-ზე მერვედფინალში დამარცხდა. კომენტარისთვის კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს დავუკავშირდით.

- ფიბა-მ ლატვია, ხორვატია და თურქეთი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიწვია. ხორვატიას და თურქეთს ევრობასკეტზე ჩვენნაირი შედეგი ჰქონდა. რატომ მისცეს შანსი მათ და არა ჩვენ?
- ეს გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო ფიბა-მ, რომელმაც იხელმძღვანელა თავისი რეიტინგით. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი მნისვნელობა არ ჰქონია გადაწყვეტილების მიღებისას.

- ფედერაციას არ შეეძლო საერთაშორისო კავშირების გამოყენებით რამის გაკეთება, რომ ჩვენთვის მიეცა ფიბა-ს ეს შანსი?
- აქ კავშირები და სხვა გზები არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება რეიტინგით მიიღეს, რეიტინგზე გავლენას კი ვერავინ მოახდენს.

საქართველოს ნაკრები ფიბა-ს მსოფლიოს რეიტინგში 47-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო თურქეთი მე-8-ზეა, ხორვატია კი მე-12-ზე.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები მოიპოვეს სხვა კონტინენტის გუნდებმაც და მათი საერთო რაოდენობა 18-ს შეადგენს.

ესენი არიან:

ევროპა: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, თურქეთი

აზია: ფილიპინები, ირანი, იაპონია

აფრიკა: ანგოლა, ტუნისი, სენეგალი

ამერიკა: კანადა, მექსიკა, პუერტო რიკო

ოკეანია: ახალი ზელანდია.

ეს 18 გუნდი 26 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბბინაში ბრმა კენჭისყრით 3 ჯგუფში გადანაწილდება და ამ ჯგუფებს 4-10 ივლისს უმასპინძლებენ იტალიური ტურინი, ფილიპინური მანილა და სერბული ბელგრადი. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე სერბეთი, იტალია და ფილიპინები საკუთარ ქვეყანაში ითამაშებენ. ოლიმპიადის საგზურს მიიღებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კოკოშა გაუშვით და აწი წარმატებისთვის ბრზოლა ახლიდან რომ მოგიწევთ თუ ხვდებით
sano
21 იანვარი 2016 12:05
0
ფედერაციის პრესსამსახურმა ამომწურავი პასუხი გასცა და კომენტარებში რაღატომ დაობთ. შესაძლოა, მართლაც ჯობდეს საქართველოს ნაკრები იმ 18 გუნდიდან ვინმეს, თუმცა ფიბა-ს რეიტინგით ვერ მოვხდით მათ რიცხვში. რეიტინგი კი, არა მარტო ბოლო ევროპის ჩემპიონატის, არამედ წინა წლების შედეგებსაც ითვალისწინებს. ამ შედეგებს ნაცნობობით და "ჩაწყობით" ვერ შეცვლი.
გიო
20 იანვარი 2016 22:22
0
იცოდნენ რომ გავიდოდით და განგებ არ დაგვიშვეს. როგორც ჩანს ფიბაში არ გყვავს წარმომადგენელი.
ბესიკ 72
20 იანვარი 2016 20:01
0
რა შუაშია ლიტვა gigi? ლიტვა ხომ ფინალისტია.
goga
20 იანვარი 2016 18:07
0
gigi-ს. ნუ მიწყენ და აზრზე არ ხარ, რასაც წერ. ჯობდა შენ თვითონ გაგერკვია და გაგეგო, რომ ლიტვა, ისე როგორც ესპანეთი არიან ევრობასკეტის ფინალისტები და ისინი პირდაპირ გავიდნენ ოლიმპიადაზე. რაც შეეხება ლატვიას, ის აბსოლიტურად სწორად არის შეტანილი ამ ჩამონათვალში და მას ლიტვასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასე, რომ ჯობდა შენ გაგერკვია, სანამ ასეთ უაზრო კომენტარს დაწერდი.
geno
20 იანვარი 2016 18:04
0
იქნებ ჯერ ლიტვა და ლატვია გაგვერჩია ერთმანეთისგან და მერე გადავაწნათ ყველას ბურთი თავზე?!...
gigi
20 იანვარი 2016 17:43
0
10 კი არა შეიძლება 18 ივეს გადავაწნათ ბურთი თავზე სამქულიანების სროლას თუ გავაუმჯობესებთ....
gg
20 იანვარი 2016 15:08
0
ძალიან დიდი უაზრობაა ამ 18 გუნდიდან მინიმუ 10-ს ბურთს გადავაწნით თავზე
&&&&&
20 იანვარი 2016 14:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული