ზაზა ფაჩულიას 12 ქულა და გამარჯვება "მინესოტასთან"

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" დღეს, გამთენიისას "მინესოტას" უმასპინძლა და დამატებით დროში - 106:94 დაამარცხა.

დალასელთათვის ეს გამოდგა ზედიზედ მე-4 საშინაო ოვერტაიმი, რომელთაგან ფაჩულიას გუნდმა "საკრამენტოს", "ბოსტონს" და "მინესოტას" მოუგო, "კლივლენდთან" კი დამარცხდა.

დღევანდელი შეხვედრის ბოლო ქულები საჯარიმოს ხაზიდან ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო, რომელსაც გამარჯვებაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის. დამატებით დროში ზაზა უფრო დაცვაში ირჯებოდა და მინესოტელთა ახალგაზრდა ლიდერის, ახალბედა კარლ-ენტონი თოუნსის შეჩერება შეძლო, რომელიც მანამდე მინესოტელთა მთავარი შემტევი იარაღი გახლდათ და საბოლოოდ 27 ქულა, 17 მოხსნა, 6 დაფარება და 3 პასი მიითვალა.

დალასელთა ბომბარდირი ჩენდლერ პერსონსი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. არ უთამაშია დირკ ნოვიცკის, რომლის მაგივრად სასტარტო ხუთეულში ჩარლი ვილანუევამ ითამაშა და 14 ქულა დააგროვა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 34 წუთი გაატარა და თავი 12 ქულას, 4 მოხსნას, 3 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა. ზაზამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

"დალას მავერიკსი" 25 მოგებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩში ფაჩულიას გუნდი 23 იანვარს, "ოკლაჰომა სანდერსს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოვერტაიმში შეაჩერაო, ვერან....
იმიტომაც მოიგეს ოვერტაიმი 12 ქულით....
მსქროლავი ტროლი
21 იანვარი 2016 19:04
0
.ზაზას შრომას არ ვუკარგავ მაგრამ რანაირად შეაჩერა ენტონი თოუნსი..კაცმა 27 ქულა და 17 მოხსნა გააკეთა...მანამდე რა 70 ქულას აგროვებდა...
bujanga
21 იანვარი 2016 18:06
0
მართალი ხარ ქართველო მინესოტიდან-გარჯა ეარებათ ჟურნალისტებს-არაჟურნალისტებს და უნარიც არ შესწევთ ობიექტურად გარჯა-წერისა.ურთიეთგადამღერების საიტებია ინფორმაცული გადაბეჭვდ-გადმობეჭვდებით,და თითქმის ყველა ქართული საიტი-უმთავრესად რუსული საიტებიდან აციცნცხალებს სასწრაფო მასალებს და ღაღა თქმა უნდა რუსული ინტერესებისაბებრ,იიმიტომ რომ რუსულიტექსტებიდან ნათარგმნი მასაალა,ქართულად ანალიზის უნარი არ შესწევთ რეფორტერებს და ალბად რუსული საიტები უფრო ხელმისაწვდომია მათი ენების ფლიბისათვის
London- inteliJens-srvisi
21 იანვარი 2016 15:52
0
USA - ს! არც კობის და არც მეჯიკს ვადრით ზაზას. გვიხარია კარგად, რომ თამაშობს! გვაცალე რაღაც გაგვიხარდეს ან ჩამოდი და აქ იყავი ჩვენთან!
არჩილ ხოფერია
21 იანვარი 2016 15:38
0
ირაკლი დამატებით დროშიო, ირაკლი, შეაჩერაო!!!
არჩილ ხოფერია
21 იანვარი 2016 15:36
0
ძალიან არაადექვატური და არაობიექტური "ჟურნალისტები მუშაობენ ქართყლ საიტებზე,"ლიდერია ამ უზრო საიტებისა-ახალი ამბები გე-ს ვაი ჯურნალისტები რედაქტორიანად ნეტავი ვინ "შეტენა" ესენი ქართულ საიტებზე ამ მხრივ სფორტალ გე მისაღები დონისაა,თუმცა მართლა კურიოზული ტ4ექტია -ამდენი ჩააგდო და მოხსნა ბიჭმა და შეაჩერაო ცვენმა ზაზამო!დავინახოთ სინამდვილე და არა რაც გვსურს,"ჩვენი სუბიექტური სამრეკლოდან" მით უმეტეს საჯაროდ თქმის შესაძლებლობისას,ზოგჯერ დაუმსახურებლად თქმისა და ძალზე ხშირადაც
USA-minesotadan.
21 იანვარი 2016 15:24
0
გაჩერება შეძლო დამატებიტ დროში, რომ კიდევ არ აეღო ქულები და არ მოეგოტ. წაკტხულის გააზრებასტან არის სერიოზული პრობლემა საქარტველოში
lasha
21 იანვარი 2016 13:37
0
27ქულადა 17 მოხსნა აუკეტებიაბიჭს და მისი შეჩერება შეძლოო.სხვარამე დაგეწერათ ამის მაგივრათ
irakli Apkhaidze
21 იანვარი 2016 13:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული