წილისწყრა ჩვენი დროით 13:30 საათზე დაიწყება და გვეცოდინება იმ გუნდების ვინაობა, რომლებთანაც საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრები იბრძოლებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი ცნობილია: 27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდება. შეიქმნება 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად,
ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები არიან: ისრაელი, რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები), ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები), საბერძნეთი, ლატვია, ხორვატია, ჩეხეთი, იტალია, საფრანგეთი და სერბეთი (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წევრები).
კენჭისყრაზე გუნდები 4 კალათაში იქნებიან განთესილნი. საქართველო, რა თქმა უნდა, წინა ევრობასკეტის შედეგების გათვალისწინებით (მერვედფინალში ვიასპარეზეთ), პირველ კალათაშია განთესილი. ანუ ვიცით, რომ საკვალიფიკაციოში ჩვენი ნაკრების მეტოქეები არ იქნებიან პირველი კალათის დანარჩენი წევრები: პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, რუსეთი, გერმანია და მაკედონია.
ევრობასკეტი 2017-ის ფინალური ეტაპი ოთხ ქვეყანაში: რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში, 31 აგვისტო-17 სექტემბერს ჩატარდება.
http://www.fibaeurope.com/draws/