საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ამერიკელს იწვევენ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში წლეულსაც ითამაშებს ნატურალიზებული კალათბურთელი. საერთაშორისო ფედერაცია ყველა ქვეყანას თითო უცხოელის გამოყვანის უფლებას აძლევს და ლეგიონერებს ისეთი ქვეყნები იმატებენ, როგორებიც იტალია და ესპანეთია. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებსაც სჭირდება ნატურალიზებული. ოღონდ, ძლიერი...

კალათბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს მაიკ ჯეიმსთან, თუმცა ჯერ საქმე ბოლომდე არ არის მისული და გადაჭრით იმის თქმა, რომ ის ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს, არ შეიძლება.

Sportall.Geვინ არის მაიკი? - თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი "ბასკონიაში", გუნდის ლიდერი, რომელსაც თამაშის საკუთარ თავზე აღებაც
შეუძლია და მატჩის მოგებაც.

25 წლის ამერიკელი უკანახაზელი ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 9.8 ქულას, 2.8 პასსა და 2 მოხსნას აგროვებს. ევროლიგაში კი - 10.4 ქულას, 2.5 მოხსნასა და 2.4 პასს.

აი, სწორედ ასეთ ლეგიონერს ვეძებთ მერამდენე წელია, თუმცა, როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ცოტა სიფრთხილეა საჭირო: ნებისმიერმა ნატურალიზებულმა უნდა იცოდეს თავისი საქმე და ისიც, როდის აიღოს თამაში საკუთარ თავზე და როდის - არა.

ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და მასთან ბოლომდე შეთვისება ბევრმა ამერიკელმა ვერ შეძლო.

იმედი დავიტოვოთ, თუ მაიკ ჯეიმსი ჩამოვა, კარგად გაუგებს როგორც მწვრთნელს, ასევე კალათბურთელებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ადამსი ბევრად ჯობია თუ მოხერხდებოდა მისი ჩამოყვანა
musenbazi
13:17 20-05-2016
0
აქებთ–...მაგრამ ვნახე სტატისტიკა ,,ოთხთა ფინალის,,და ვერაფერი კარგი–ფენერთან 6ქულა(9დან 3 2ქულიანი ჩააგდო და სამივე 3ანი გააფუჭა),ლოკომოტივთან–2ქულა(3დან ერთი 2ანი ჩააგდო,2ვე სამიანი ააცილა)
ზაზა
23:11 19-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული