ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებსაც უხმო.

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებში ის კალათბურთელები გამოიძახეს, რომლებიც ეროვნული გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ - ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გიორგი გამყრელიძე, ანატოლი ბოისა.

ზუროსმა გაფართოებულ შემადგენლობაში იხმო ახალგაზრდები - გიგი გოგობერიშვილი, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური და კახა ჯინჭარაძე. ეს 2 უკანასკნელი ე.წ. სარეზერვო კანდიდატი იქნება. ბექაური და ჯინჭარაძე საქართველოს "ბ" ნაკრებში იქნებიან და გუნდს ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ გაჰყვებიან. თუკი ეროვნულ გუნდს
ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე გამოაკლდება - მათ ადგილს ჯინჭარაძე და ბექაური დაიკავებენ.

ეს გახლავთ სამუშაო, წინასწარი სია, რომელმაც სამწვრთნელო შტაბის შეკრების შემდეგ, შესაძლოა, მცირე ცვლილება განიცადოს.

გთავაზობთ აღნიშნულ გაფრთოებულ სიას:

ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, გიორგი გამყრელიძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შარაბიძე, ბესიკ ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, გიგი გოგობერიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბექაური.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
და კიდე რა ბექაური :)))
ასდა
18:58 01-06-2016
0
კოკოშკოვი მაგისთვის გაუშვით რომ ბოისა დაგებრუნებიათ ნაკრებში? გამოფხიზლდი გაბრიჩიძე ნუ დაემგვანებით ფეხბურთის ფედერაციას....... რომ ვერ გახვალთ ევროპის ჩემპიონატზე რომელი აგებთ პასუხს შენ თუ ვლადიმერ ბოისა?
Shota Gugeshashvilui
22:45 01-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული