26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაისვენა, თუმცა მეორე დღეს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კალათბურთელები მაქსიმალურად დატვირთა.
რაც შეკრება დაიწყო, 27 ივნისი ყველაზე დატვირთული დღე იყო ნაკრების წევრებისთვის. გიორგიოს ვავეცისმა დილით, ხოლო ილიას ზუროსმა საღამოს - ნაკრები უამრავ კომპონენტში ავარჯიშა.
დილის ვარჯიშზე კალათბურთელები, ძირითადად, ფიზმომზადებით დაკავდნენ. ვავეცისმა თავისი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით კალათბურთელები გვარიანად დაღალა. ჯერ იყო და მოთამაშეებს აჩქარების უნარი გაუზომა, შემდეგ კი მაღლებს გზადაგზა ბლოკის დაყენებით გარკვეული მონაკვეთის სწრაფად დაძლევა დაავალა, ხოლო უკანახაზელები საჯარიმოს ირგვლივ ზიგზაგურ სირბილში შეაჯიბრა, რაშიც
საღამოს ვარჯიშმა რეკორდულად დიდხანს - 2:15 საათს გასტანა. კალათბურთელებს მრავალ კომბინაციასა თუ კომპონენტზე მოუწიათ ოფლის ღვრა. მანამდეც არაერთი სათამაშო ეპიზოდი გათამაშდა, თუმცა ბოლოს ნაკრების კანდიდატებმა ერთმანეთში მთელ მოედანზე კალათბურთი გააჩაღეს.
თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ბოლო 3 დღეა, ტემპერატურა აწეული აქვს, დილას არ ივარჯიშა. "ლაბორალ კუჩას" ფორვარდი მხოლოდ ორძელის აწევით და სხვა ძალისმიერი ვარჯიშებით შემოიფარგლა. საღამოს კი შენგელია უკვე მზადყოფნაში იყო და სრულფასოვნად ივარჯიშა.
ილიას ზუროსმა კომენტარიც დილის ვარჯიშის შემდეგ გააკეთა, სადაც მთავარი მწვრთნელი გუნდისთვის შენგელიას მნიშვნელობაზე და გუნდის მომზადების დონეზე ლაპარაკობს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით