საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რუსეთთან 32 ქულის სხვაობით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, დღეს, 6 აგვისტოს რუსეთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის მეორე მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდის მეორე მეტოქე მასპინძელი რუსეთის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთანაც ჩვენი გუნდი ანგარიშით 94:62 დამარცხდა. პირველი ორი მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქესთან მხოლოდ 2 ქულას აგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

საუკეთესო საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებში გიორგი შერმადინი იყო, რომელსაც 17 ქულა დაუგროვდა.

2 წამყვანი კალათბურთელის - ზაზა ფაჩულიასა და მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე
მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსკოვში, თითქმის სავსე "ხიმკის" დარბაზში ოპტიმალური შემადგენლობით მყოფ რუსეთს პირველი პერიოდი 25:17 მოუგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის ოდენ 2 ქულას აგებდა.

შესანიშნავად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რასაც ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის ტრავმა დაერთო და საბოლოოდ მასპინძლებმა დიდი სხვაობით - 94:62 წააგეს.

ილიას ზუროსი სულ იმეორებს და ყველასაც კარგად მოეხსენება, რომ მოსამზადებელ მატჩებში დამარცხება არაფერს ნიშნავს. ოფიციალურ მატჩებამდე გამართული ნებისმიერი მატჩი მხოლოდ მოსამზადებელია და სწორედ ასეთ შეხვედრებში მართებს მწვრთნელს გუნდის დალაგება.

უფრო ზუსტად, ამგვარ მატჩებში დანახული ხარვეზების აღმოფხვრაა მთავარი და ამ მხრივ, ილიას ზუროსისთვისა და მისი სამწვრთნელი შტაბისთვის ძალიან სასარგებლო იყო აღნიშნული შეხვედრა.

ცა და დედამიწასავით განსხვავებულად ნათამაშები ტაიმები კარგი გაკვეთილია მწვრთნელებისთვის, რათა დაინახონ ჩვენი გუნდის პლუს-მინუსები და ოფიციალურ მატჩებამდე დარჩენილ 7 მატჩში მაქსიმალურად შეეცადონ მათ აღმოფხვრას.

მაგალითად, ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის მაქსიმალურად განეიტრალებაც ქართველებს დასჭირდებათ, შორი სროლებია. რუსებმა 14 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ძირითადი კომპონენტიც, რის ხარჯზეც მოგვიგეს, ესაა.

საქართველოს ნაკრებს 14 სამქულიანი იშვიათად თუ მიუღია. რუსებს, როცა უიმედოდ აგებდნენ, შვებად სწორედ შორი სროლები გამოუჩნდათ.

რუსეთს ქართველები კიდევ შეხვდებიან - თბილისის მერიის ტურნირზე, 14 აგვისტოს და იმ მატჩში ჩვენებს ზაზა ფაჩულია ეყოლებათ. სწორედ ზაზას და მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნას გაუსვა ხაზი ჩვენთან კომენტარში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ.
იხილეთ კომენტარები
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები მოსკოვს 7 აგვისტოს, საღამოს დატოვებს და თბილისში დაბრუნდება.

6 აგვისტო. ამხანაგური მატჩი. მოსკოვი. ხიმკი

რუსეთი-საქართველო 94:62
17:25, 22:12, 30:12, 25:13

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 22 /
Roma-s da nikos:nu profesorobt erti ra.gadi da is I tamashe Rasa shengelia tamashebs da mere ilaparake magdeni.kaci erti tevea rac mcvrtnelia da uceb moitxoves yvelaperi.televizoridan adviia ara ka
latburtis tamashi
Qartveli
07 აგვისტო 2016 09:25
0
მოაშორეტ კალატბურტის ფედერაციაში ბოისა და გაბრიჩიზე დააბრუნეტ ბესო ლიპარტელიანი და მისი გუნდი
შოთა გუგეშაშვილი
07 აგვისტო 2016 09:12
0
კოკოშკოვი მარტალი ყოფილა ხომ ბოისა და ზმანი მისი რომ გაყარა ჩერნოგორია გადაგვივლის ესეტი ტამაშიტ სუროსი ვერ ერევა მის ზმას
შოთა გუგეშაშვილი
07 აგვისტო 2016 06:16
0
"ნიკო"-ს. სწორედ ფედერაცია აკეტებს მაქსიმუმს. ან 2 წელში ფედერაციამ რა უნდა ქნას, თვითონ ითამაშონ? ნუ საუბრობთ იმაზე, რაც არ იცით. ასაკობრივ ნაკრებებს ამდენი ვარჯიში და ტურნირი ალბათ, ერთად აღებული წინა 10 წელში არ ჩაუტარებიათ. უამრავ კემპებს აწყობენ, შინ და გარეთ იმ საშუალებუთ, რაც არის, ყველაფერს აკეთებენ. თუ ნიჭიერი თაობა არ მოდის, რა, მწვრთნელს, ან სხვა ვინმეს უნდა დააბრალო? ზუროსის დონის მწვრთნელი საქართველოს არასოდეს ყოლია. თამაში რომ იცის და დავალების შესრულება დიქსონმა, კიდევაც ეტყობა. შენგელიას მეტი არ შეუძლია, მწვრთნელმა რა უყოს. ფედერაციაო, რომ აგიჩემებიათ, საკუთარი ერთი დარბაზიც არ აქვთ. იჯარას იხდიან. ასე რომ, ჯერ გაარკვიეთ, ვინ რას აკეთებს, მერე აკრიტიკეთ. საერთოდაც, ჩვენ სპორტსმენებს სპორტის ყველა სახეობაში დისციპლინა რომ არ აქვთ და ზარმაცები არიან, ახლა გაიგეთ? 20 დღის მოსულ მწვრთნელს რა უნდა ექნა, თამაში ასწავლოს?
გიო
07 აგვისტო 2016 03:52
0
არამარტო ბოისას რა უნდა,არამედ ბურჯანაძეს,ლეჟავას,ზაქროძეს,შარაბიძეს და სხვებს რა უნდათ ნაკრებში,ახალ მწვრთნელს იგივე შეცდომები აქვს,რაც მის წინამორბედს ჰქონდა,არავითარი ტაქტიკა,მხოლოდ ურა კალათბურთი,ასევე შენგელიას უპასუხისმგებლო თამაში,მეტიც ეს კაცი არაპროფესიონალია,ძალიან ბევრი ნაკლი იყო,როგორც ტაქტიკაში,ისე ტექნიკაში,არ ეტყობოდა მწვრთნელის ხელი,წუთშესვენებას,რომ იღებს მწვრთნელი და უხსნის მოთამაშეებს,ამის შემდეგ,რაღაც ხომ უნდა გამოსწორდეს,ასე იყო კოკოშკოვის დროსაც,ძალიან ბევრი სამუშაოა ნაკრებში,ძალიან ბევრი.
roma
07 აგვისტო 2016 01:37
0
როგორც ვატყობ ეს ფედერაცია ფეხბურთის მსგავსად მიდის ( დგევანდელ ფეხბურთის ფედერაციაზე არ ვიძახი ჯერ ადრეა მათი შეფასება). არაფერს ესენი არ აკეთებენ ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს, ბავშვთა კალათბურთი რად დღეშია ასაკობრივებზე ჩანს, ეროვნული ნაკრები რასაც აღწევს ეს არის რამოდენიმე კაცის კონრკეტული კალათბურთელის წყალობით სხვა არაფერი, ნოისაზე მეც ვუსმინე მსგავსი ერთ ფეროვანი მოთამაშე იშვიათია თქვა კიდევაც რუსების მწვრთნელმა.
ნიკო
07 აგვისტო 2016 01:29
0
ბოისაზე მართლა თქვა რამე რუსების მწვრთნელმა? და რაო?
იკა
07 აგვისტო 2016 00:34
0
არაუშავს.კარგი მოთამაშე დაგვიმატებია ეს დიქსონი მომეწონა მაგის თამაში. იმედია გააძლიერებს ჩვენ გუნდს! წარმატებები ბიჭებო
DDD
06 აგვისტო 2016 23:45
0
ერთ–ერთი წუთშესვენების დროს რუსი მწვრთნელი ეუბნებოდა გუნდს ბოისას ტავი დაანებეთ ეგ არაფრის მაქნისია სხვებს ნიხედეთ მაგას თავის გაჭირვებაც ეყოფაო
დათო
06 აგვისტო 2016 23:41
0
რა უნდა ნაკრებში ანატოლი ბოისას?!
პასუხი: ვლადიმირ ბოისა( კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი!
სამარცხვინოა ეს ყველაფერი..
წარმატებები ნაკრებს!
Gegi
06 აგვისტო 2016 23:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული