საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად 20 ქულის სხვაობით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდი სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქეს, რომელსაც 9 დღის წინ თბილისში 39 ქულის სხვაობით მოუგო, სტუმრად 20 ქულით, ანგარიშით 84:64 მოუგო. პირველი მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 1 ქულით, ანგარიშით 19:20 მოიგო. მეორე მეოთხედი კი 1 ქულით დავთმეთ - 16:17. დაძაბული გამოდგა მესამე პერიოდიც, რომელშიც ჩვენებმა 5-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს - 20:15. ბოლო, მეოთხე პერიოდში კი საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ხელთ იგდო, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

20
ქულით ქართველთა შემადგენლობაში საუკეთესო გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 14 სექტემბერს თბილისში, "სპორტის სასახლეში" გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ტირანა. 10 სექტემბერი
ალბანეთი-საქართველო 64:84
19:20, 17:16, 15:20, 13:28

Sportall.Ge

F ჯგუფი
სლოვაკეთი - მონტენეგრო 62:99

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ფაჩულია, სანიკიძე, შენგელია, დიქსონი: მართო ამათ შეუძლიათ თამაში ამათ გარეშე მონტენეგროს კი არა ალბანეთთანაც გავნადგურდებოდით და ნალუბოი გუნდთან
nika
17:31 11-09-2016
0
თენგო - შე დალოცვილო,ჩვენ თუ მოგვიგებდა ალბანეთი შემდეგ შეიძლება სლოვაკეთიც მიეყოლებინა და დიდი ალბათობით ბოლო ადგილსაც დააღწევდა თავს.მონტენეგროსთან გასვლას თუ წავაგებთ ვერაფერი გვიშველიდა.აბა დაფიქრდი?
ალექსი
16:58 11-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული