ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ილიას ზუროსის შეგირდებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს.
მასპინძლებმა მეორე მეოთხედში ჯერ სხვაობის გაბათილება შეძლეს, შემდეგ კი ერთ ეპიზოდში ანგარიშში დაწინაურებაც. თუმცა, მეორე მეოთხედის ბოლო წუთები ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე მაიკლ დიქსონი იყო 17 ქულით, 11 ქულა
მონტენეგროს ნაკრების 3 და მეტი ქულით დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში გამოსვლას პირველ ადგილზე დაასრულებს. თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით, ზუროსის გუნდი ევრობასკეტის საგზურს მარცხის შემთხვევაშიც, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებითაც მიიღებს.
ვუყურებ ამათ თამაშს და ვფიქრობ ნუთუ ევროპაზე უნდათ ასეთი თამაშით გასვლა?! ამას არ ქვია თამაში ეს არის თამაშისადმი ზერელე დამოკიდებულება ზედიზედ 7 შეტევაში ბურთს რომ ვერ ჩააგდებ რა ევროპაზეა ლაპარაკი თუ ასე თამაშობ სირცხვილია რა პირდაპირ!!!