საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი 17 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების
სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულით მოახერხეს. თუმცა, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი ჩვენი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ - ერთი და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა - 90:84.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით - გიორგი ცინცაძე.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ბოლომდე თავდადებით თამაშმა შედეგიც გამოიღო, ცინცაძეს რა ემართება ვერ ვხვდები ,უაზრო ჯარიმებს იღებდა
გიორგი
18 სექტემბერი 2016 11:53
0
დამსახურებული გამარჯვება. მადლობა ბიჭებს. ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელს - მისი ხელი აშკარად დაეტყო ნაკრებს.
gogig
18 სექტემბერი 2016 01:23
0
ვაუუ გილოცაავთ ბავშვურ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით ისეთი სტარტით დაიწყეთ ეგ თამაში როგორი საცოდავებაც თბილიში თქვენი წაგება იყო ისეთივე იქნებოდა ეხლაც. მაგრამ დაამტკიცეთ რომ მონტენეგროზე ძლიერი ნამდვილად ხართ და თბილიში წაგება მხოლოდ მსაჯის ბრალი იყო. შენგელია მარკოიშვილის გარეშეც ძლიერი ძალა ხართ და დაამტკიცეთ ჯგუფში პირველობით. ბრავო მეამაყებით
ხატია
18 სექტემბერი 2016 01:22
0
GვეკუტთVნოდა!!!!
Vishi
18 სექტემბერი 2016 01:22
0
აბა ესაო ისაო. მონტენეგრო სასწაულიაო და. რომ ვამბობდი ერთი საშუალო დონის ჩვეულებრივი გუნდია მეთქი, რაღაც ასტრონომიულ ანგარიშებზე დაიწყო ხალხმა მკითხაობა. მაგარი გუნდებია სერბეთი, სლოვენია და ხორვატია. დანარჩენებს ყურებით ჩამოვკიდებთ ყველა ბალკანელებს ფარზე.
.........
18 სექტემბერი 2016 01:21
0
გენაცვალეთ ბიჭებო გაიხარეთ რო ჩვენ ესე გაგვახარეთ!!!
Vuto
18 სექტემბერი 2016 01:21
0
ეს ერთერთი საუკეთეო თამაში იყო რაც კი საქართველოს ნაკრებს უთამაშია. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს ამხელა სიხარულისთვის.
ბუბა
18 სექტემბერი 2016 01:21
0
ყოჩაღ ბიჭებო ასეთი ბრძოლისთვის გაახარეთ მთელი საქართველო
lasha comaia
18 სექტემბერი 2016 01:20
0
ნამდვილად ყოჩაღ ბიჭებო. დიდი წარმატებები ევრობასკეტზე.
დავითი
18 სექტემბერი 2016 01:19
0
გილოცავთ გამარჯვებას, დაუჯერებელ ბოლო წუთს:) მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს სპეციალისტებმა დეტალურად გარჩიონ თამაში და მთელი ციკლი! ჩვენს ნაკრებში ლებრონები და მისდაგვარები არცერთია და ამიტომაც გუნდური თანამედროვე თამაშით თუ მოვიგებთ! დღეს იყო ერთადერთი თამაში სადაც აქცენტი სამქულიანებზე გაკეთდა და მოვიგეთ! ზოგიერთის 20 ნასროლიდან 10 ორიანის ჩაგდებას და ყოველ თამაშში მაგარ სტატისტიკას მირჩევნია 25 სამიანის ნასროლიდან 10-ის ჩაგდება! და ბოლო: ცინცაძე ნიჭიერია მაგრამ ძალიან პრობლემატური მარიაჟია! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
პაატა
18 სექტემბერი 2016 01:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული