საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი 17 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების
სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულით მოახერხეს. თუმცა, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი ჩვენი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ - ერთი და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა - 90:84.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით - გიორგი ცინცაძე.
მკითხველის კომენტარები / 46 /
გილოცავთ ყველას.ზუროსის ხელი აშკარად დაეტყო.დაცვაში მშვენივრად თამაშობდნენ,იმპროვიზაციაც მაღალი იყო.ერთი რაც მაღელვებს არ ვიცი რა იქნება 3-4 წელიწადში,ღმერთმა ქნას გამოჩდნენ ახალი ტალანტები.
mamuka
18 სექტემბერი 2016 14:23
0
საკარტველოს ჩემპიონატს მიხედოს ფედერაციამ და ხეჩიკაშვილმა 2ცელი მაინც კალატბურტელი უნდა შეინარჩუნოს გუნდმა
შოთა გუგეშაშვილი
18 სექტემბერი 2016 13:45
0
სწორედ ასეთი ქართველობა მომწონს და მეამაყება....თითქოს ბოლო მეოთხედში ღმერთიც გვგულშემატკივრობდა.....გილოცავთ ვისაც ეს წარმატება ოდნავ მაინც გაგეხარდათ....
zura88
18 სექტემბერი 2016 13:24
0
გარისკა სანომ შორი ტყორცნა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, თან ისეთი რომ, სანამ ბურთი კალათში მოთავსდებოდა ყველას თმები ყალყზე დაგვიდგა და თამაშის ბედიც შემოატრიალა ჩვენს სასარგებლოდ, უდიდესი რესპექტი მთელ ნაკრებს.
tanto
18 სექტემბერი 2016 12:58
0
ჩვენმა გმირებმა მთავარი ბრძოლა და შედეგად დიდი ომი მოიგეს. ჭირიმე თქვენი ბიჭებო!!!
თემო
18 სექტემბერი 2016 12:55
0
გუნდურ სახეობებში რაგბმა და კალათბურთმა აშკარა პროგრესი განიცადა. როდის შეურთდებიან ფეხბურთელები?... არადა მუდამ პირველი სახეობა იყო და ტრადიციაც ბრწყინვალე გვქონდა... ნეტვ რისი ბრალია?
georg
18 სექტემბერი 2016 12:54
0
იქნებ დაწეროთ ზუროსის მატჩიშემდგომი კომენტარი,ამ მონტენეგროელთა მწრთვნელმა რა თქვა
გულშემატკივარი
18 სექტემბერი 2016 12:40
0
ბოლომდე თავდადებით თამაშმა შედეგიც გამოიღო, ცინცაძეს რა ემართება ვერ ვხვდები ,უაზრო ჯარიმებს იღებდა
გიორგი
18 სექტემბერი 2016 12:05
0
გუნდს აკლდა მარკოიშვილი და შენგელია, ორი გამორჩეული კალათბურთელი, თუმცა მომავალში მაინც ახალი სისხლია საჭირო, ბურჯანაძე, სანაძე და შენგელია, შერმადინი ახალგაზრდები არიან, მაგრამ მარკო, ზაზა, ვიკა უკვე ვეტერანები არიან; მომავალზე ფიქრია საჭირო ბავშვთა კალათბურთში; ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს; ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელს, ჩემი აზრით საუკეთესო მწვრთნელი ვინც კი ჰყოლია საქართველოს ნაკრებს
forca roma
18 სექტემბერი 2016 11:57
0
ბიჭებს ვულოცავ! მთელ საქართველოს გილოცავთ!!! მოუთმენლად ველი ზაზას თამაშების დაწყებას გოლდენ სტეიტში!

ნეტავ, თბილისის დინამოს ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა თუ ნახეს ეს თამაში???!
ნოდარი
18 სექტემბერი 2016 11:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული