საქართველოს ნაკრები ისრაელის ჯგუფში მოხვდა, რომელიც მასპინძლებთან ერთად ლიტვამ, იტალიამ, გერმანიამ და უკრაინამ შეავსეს.
- მეოთხე ჯვაროსნული - ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს
საქართველოს ალტერნატივა იყო ფინეთის ჯგუფში მოხვედრა, სადაც ჩვენი განთესვის კალათიდან სლოვენია წავიდა და მასთან ერთად იქ თავი საფრანგეთმა, საბერძნეთმა, პოლონეთმა, ისლანდიამ და მასპინძელმა ფინეთმა მოიყარეს.
საინტერესოა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის აზრი ჯენჭისყრის შესახებ.
- კენჭისყრის შეფასებასა და ჯგუფების სიძლიერეზე ლაპარაკი ჩვენი
- საქართველოს ნაკრებს ორი ვარიანტი ჰქონდა და თქვენი აზრით, რომელ ჯგუფში ჯობდა, მოხვედრილიყო?
- ახლა იმაზე ლაპარაკი, რომელი ჯობდა, არასერიოზულია. ერთი, რომ ევროპის ჩემპიონატზე სუსტი და ძლიერი ნაკრები არ არსებობს. ყველა სუსტი და ამავდროულად, ძლიერია. მეორეც, ჩვენ არ ვიცით, ვინ რა შემადგენლობას მოუყრის თავს. ტრავმების ალბათობა არსებობს, ამასთან, არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელთა გამოც შესაძლოა, ნებისმიერი ნაკრების შემადგენლობამ სახე იცვალოს.
- გეთანხმებით, მაგრამ ხომ არსებობენ ფავორიტები...
- ზოგადად, ფურცელზე ჩამოწერილი ჯგუფებიდან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. თუმცა ვიმეორებ, ფავორიტობა აბსტრაქტული ცნებაა, რადგან ძალიან ხშირად მომხდარა, რომ ფავორიტებს წაუგიათ, ხოლო მას, რომელიც განწირული ჩანდა, გაუმარჯვია. ამიტომაც ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ყველა მეტოქე იმაზე მეტად უნდა შევაფასოთ, ვიდრე ის ზოგადად იმსახურებს.
- იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოემზადება გუნდი?
- რა თქმა უნდა, კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდი დიდად განსაზღვრავს გუნდის შესაძლებლობებს. ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ამ მხრივ კარგი სამუშაო გასწია გასულ სეზონში და ახლაც ასეა. შეთავაზებები მიღებული გვაქვს, არის რამდენიმე ძალიან კარგი ტურნირის ვარიანტი და საბოლოო შეთანხმებას ველოდებით. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებს არაერთ უმაღლესი დონის ნაკრებთან მოუწევს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში თამაში.
- ევრობასკეტზე რა შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები?
- მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გავიყვან. მთავარი ისაა, რომ ჩვენი გუნდი ისევ უძლიერესთა შორისაა და ახლა უფრო მეტი გამოცდილებით ხვდება კონტინენტის პირველობას. რა იქნება, ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. ვიცი, რომ ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს და იმედი მაქვს, მხარდაჭერა არ მოგვაკლდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით