გიორგი შერმადინის ეფექტური დუბლი და "ანდორა" სამეფო თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. 15 იანვარს, ამ გუნდმა ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში "ბეტისს" უმასპინძლა, მეტოქე ანგარიშით 95:69 დაამარცხა და ამ გამარჯვებით ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

თასზე, ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, პირველი წრის საუკეთესო რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სადღეისოდ კი ანდორელებს 9 მოგება, 7 წაგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მერვეები არიან.

11 მოგებით მეხუთე პოზიციაზეა თორნიკე შენგელიას "ბასკონია", რომელმაც ამავე ტურში შინ "ბილბაოს" ანგარიშით 84:63 სძლია.

"ანდორას" გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინს მიუძღვის, რომელმაც 22
ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მან 8-დან 8 ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 ჰქონდა.

გიორგის თანაგუნდელმა ბექა ბურჯანაძემაც თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში: 9 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი.

რაც შეეხება ბასკონიელ შენგელიას, მან 17 წუთში 5 ქულა და 2 მოხსნა გაიფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგიმ კუნთური მასა თუ მოიმატა, ნაბა საც გაქაჩავს ალბათ უკვე.
სოსო
20:32 16-01-2017
0


ფიზიკურად გაძლიერება და ნბა-ში უნდა წ ა ვ ი დ ე ს !
glaxuna
15:27 17-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული