გთავაზობთ ამ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც NBA-ს "ოლ სტარის" მატჩზეა ლაპარაკი.
- არ შეგვიძლია, არ გკითხოთ "ოლ სტარის" მატჩზეც, მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, თქვენ ლიდერთა შორის ხართ დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში. ზედიზედ ორი წელია, ძალიან ბევრ ხმას იღებთ ფანებისგან. ხვალ გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები, მედიისა და კალათბურთელების ხმების ჩათვლით...
- ძალიან სახალისოა. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ თქვენთანაც უნდა ვთქვა - ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის
ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ქართველების ამ მხარდაჭერისთვის, ამერიკელების და საერთოდ, NBA-ს ყველა ფანის. მათ შორის პოპულარულობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
ყველამ იცის, რომ "ოლ სტარში" სათამაშოდ საკმარისი სტატისტიკა არ მაქვს, მე არ ვარ შოუმენი, მაგრამ მე ვარ კალათბურთელი, რომელსაც უყვარს ეს თამაში, რომელიც შეუერთდა დიდ გუნდს. ამიტომაც ჩემთვის ეს სიყვარული გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვითამაშებ თუ არა სინამდვილეში "ყველა ვარსკვლავის" მატჩში.
- როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია იქნება საქართველოში, თუ თქვენ NBA-ს "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში აგირჩევენ?
- საქართველო პატარა ქვეყანაა, სულ 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მე ყოველთვის, როცა ვთამაშობ, ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ვიცი, რომ ქართველები მიყურებენ, არ მინდა, რამე არასწორი ნაბიჯი გადავდგა. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში, უკვე 16 წელზე მეტია.
და თუ ეს მართლა მოხდა, მე ვიქნები იმ ხალხის წარმომადგენელი, ვინც ხმა მომცა. ეს იქნება დიდი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის. იქ ამაყობენ, რომ საჩემპიონო გუნდში ვთამაშობ. ახლა კი მთელი ქვეყანა ჩართულია ჩემს მხარდარმჭერ აქციაში, პრეზიდენტიც კი.
- თქვენ მხარს გიჭერთ ქვეყნის პრეზიდენტი, მთელი ქვეყანა, თუ გჯერათ არჩევნების?
- ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია და ამიტომაც ასე სახალისო, როგორც თქვენი ეს კითხვა.
ისედაც ოლსტარტან ერტად ვარჯისჰობს ყოველ დგე და ის უკვე ტამასჰობს ოლსტარსჰი.
მას ისეტი ოტხი კაცის გვერდიტ უწევს ტამასჰი, ვარსკვლავი რო არ იყოს იქ არავინ არ დააყენებდა