კომენტარი ზაზა ფაჩულიაზე, რომელმაც 1000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა

AutoSharing Option
NBA-ს All Star-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც ასე ძალიან ელოდა ქართველი ქომაგი, სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა დაიწყო.

- NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

რა თქმა უნდა, უკვე ბევრმა გაიგო ზაზა ფაჩულიასა და ქართველი ხალხის შესახებ, რომელიც ასე ერთიანად და ორგანიზებულად აძლევდა ხმას საკუთარ თანამემამულეს. ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, მთელმა ამერიკამ გაიგო.

ეს ფაქტი ბევრს არ მოსწონდა, რასაც ქართველი მომხმარებლები ხან ხუმრობით, ხან კი აგრესიით პასუხობდნენ.

NBA-ს "ფეისბუქზე" ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი კომენტარი დადო, რამაც 1000-ზე
მეტი მოწონება დაიმსახურა.

"ყველა იმათთვის, ვისაც სძულდა ფაჩულია და აკრიტიკებდა ქართველ ერს ამ დღეებში, როცა ჩვენ ხმას ვაძლევდით ჩვენს საუკეთესო მოთამაშეს, ჩვენს კაპიტანს, ჩვენს გმირს და ყველამ იცოდით, რომ მისთვის ხმის მიცემა იყო ჩვენი უფლება, რადგან მხარი დაგვეჭირა მისთვის, მაგრამ თქვენ დღემდე საშინელ სიტყვებს ამბობდით ჩვენს კაპიტანზე და ქართველებზე... ახლა შეგიძლიათ დაწყნარდეთ! ზაზა არ არის All Star-ში. ჩვენ ბევრს ვცდილობდით, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ შევძელით.... ეს ჩვენი ხალხის სიძლიერეა, როცა გვჭირდება, შეგვიძლია გაერთიანება, შეგვიძლია ერთად დგომა და გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონზე მეტი არ არის! ასეთმა პატარა ქვეყანამ განახათ ყველას, თუ რამდენად ძლიერები ვართ თანამემამულის მხარდაჭერაში, ერთმანეთის მხარდაჭერაში, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მიზნის მიღწევა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ NBA-მ All Star-ის ხმის მიცემის წესები შეცვალა და ამის მიზეზი ისევ და ისევ ქართველი ხალხი და რა თქმა უნდა, ჩვენი კაპიტანი იყო. ამიტომ ამით ვამაყობთ. ჩვენ ვამაყობთ ზაზათი! მადლობა ყველა უცხოელ ადამიანს, რომელიც სამართლიან კომენტარებს წერდა ზაზას შესახებ, ჩვენს ერზე, რომელიც ხმას აძლევდა მას. ყველას დიდი მადლობა, ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას.

#NBAVOTE Zaza Pachulia შევხვდებით 2018 წელს! წარმატებები".

Sportall.Ge

- ეს ზაზაა! - ფაჩულიას "კაშკაშა" მომენტები "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
ესეა ჩემო ძმებო და დებო, ნუ გგონიათ რო მარტო რუსეთი გვიყურებს ზიზღით, ამიტომ ყველა უნდა გამოვფხიძლდეთ და ჩვენ თვითონ მივხედოთ ულამაზეს ქვეყანას, საქართველოს!!!
Nukri
21 იანვარი 2017 15:33
0
ისე არ ვქნათ რომ სამომავლოდ ესეც პოლიტიკაში წავიდეს და თავი მოგვაძულოს
nika
21 იანვარი 2017 02:37
0
ამ ხმის მიცემამ შედეგი მაინც გამოიღო. ახლა შევედი ნბა-ს ოფიციალურ გვერძე და ებეის რეკლამა ვნახე , საქონლის პირდაპირი მიწოდების ქვეყნებში ჩაგვსვა ასე რომ წარმატებას მაინც მივაღწიეთ , შეგვამჩნიეს და გაიგეს ჩვენს შესახებ
ქართველი
21 იანვარი 2017 00:16
0
ეჭვგარეშეა ზაზა ყველაზე დიდი ქართველი კალათბურთელია თანამედროვეობის,ერის სიამაყეა!!!მაგრამ,მაგრამ ყველა ვარსკვლავის თამაშს რაც შეეხება ძვირფასო ქართველებო ობიექტურად არ იმსახურებს ის ამას!
qomagi
20 იანვარი 2017 22:18
0
უარესად ნუ იმაიმუნებთ რა თავს. შემაჯამებელი სიტყვა არა ის.. საქმეს მიხედეთ და შეეშვით ამ უაზრობას. ნეტავ მართლა სადაც საჭიროა იქ იყოთ სოლიდარულები და ხმის ამომღებები.
odala
20 იანვარი 2017 21:24
0
ანონიმურს...

ქართველებიდან ვისაც თავისი მოყვასი უყვარს, მითუმეტეს ზაზაზე საქებარ სიტყვებს დაწერს.

ჩვენ, ქართველებს გვიყვარს ზაზა, როგორც საქართველოს ღირსეული შამულიშვილი, თუ რაიმე კარგი სიტყვა არსებობს მას მიუძღნიდი.

ზაზა თქვენ არამარტო კალათბურთის, არამედ ფველაფრის ვარსკვლავი ბრძანდებით...
ჯონი
20 იანვარი 2017 19:00
0
როდესაც რეალურად აუცილებელია თანადგომა და ერთსულოვნება, მაშინ ცხვირ-პირს ვამტვრევთ და ლაფში ვსვრით ერთმანეთს და დაუმსახურებელის გაქაჩვის ერთსულოვნებაში მე პირადად არა ვარ მოხიბლული, ამ სიტუაციამ ერთხელ კიდევ ნათლად დაგვანახა დღევანდელი ქართული რეალობა.
:(((((((
20 იანვარი 2017 17:44
0

-რა თქმა უნდა ზაზა გმირია და მეც როგორც ყველა თქვენგანი მას დიდ პატივს ვცემ!
მაგრამ რა კომენტარი უნდა გააკეთო ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენში ხდება! სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი აქედან ცალსახად ჩანს, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა არ იციან სად დგანა, სად უნდა იდგნენ, რა არის მეტად ღირებული და რა არა!
შოდა
20 იანვარი 2017 17:27
0
მართალია ზაზას არ ეყო მილიონ ნახევარი ხმა, ამერიკაში ხუთეულში მოსახვედრად, მაგრამ საქართველოში საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებული აქ:)) წარმატებები ჩვენს კაპიტანს!!!
iverieli
20 იანვარი 2017 15:28
0
mismine zmao arc mag sakutxshi ar gvaklia chven gverdit dgoma.ramden bavshvs davexmaret xalxma da kide davexmarebit.rac shexeba zazas ekutnoda tu ara eg sxva tema mara dacinva egoizmi da sheuracyofa rac amerikekebma chaidines es dgeebia piradad me davrcmundi ro putini yvelafershi mtyuani arari mag xalxtan.
dato
20 იანვარი 2017 15:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული