ზაზა ფაჩულიამ "მაიამის" ფორვარდს სახეში გასცხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "მაიამისთან" შეხვედრაში არასპორტული ფოლი მიიღო.

- ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" წაგება აუტსაიდერთან [VIDEO]

ფაჩულიამ მასპინძელთა ფორვარდს, ლუკ ბებიტს სახეში ხელი გაარტყა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ბებიტმაც მიიღო ტექნიკური ფოლი.

ზაზას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ მანამდე ბებიტმა ის სრულიად უწყინარ სიტუაციაში არ გაატარა და მხარი განგებ დაარტყა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზაზა ფაჩულიამ არასპორტული ფოლი რასელ უესტბრუკთან წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო.

- ფაჩულიამ ერთ მომენტში უესტბრუკი დაჩაგრა, "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას"
მოუგო [VIDEO]

- რასელ უესტბრუკმა ფაჩულიაზე უცენზუროდ ისაუბრა: ზაზას სამაგიეროს გადავუხდი
- ზაზა ფაჩულია უესტბრუკის მუქარაზე: ამაზე განსაკუთრებულად არ ვფიქრობ
მკითხველის კომენტარები / 32 /
ვესტბრუკსაც ფაქტიურად სახეში დაარტყა, თან მისი წაქცევის შემდეგ ძალიან ცუდად მოიქცა, ხელი რომ გაეწოდა წამოსაყენებლად, სულ სხვა იქნებოდა, ამან იქით გაიწია კიდევ!!!
გია
13:05 24-01-2017
0
ლაწირაკს ასე უნდა მოექცე, მოუხდება..

მეორეჯერ ასე პროვოკაციულად არავის დაეჯახება.
ჯონი
13:13 24-01-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული