ზაზა ფაჩულიამ "მაიამის" ფორვარდს სახეში გასცხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "მაიამისთან" შეხვედრაში არასპორტული ფოლი მიიღო.

- ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" წაგება აუტსაიდერთან [VIDEO]

ფაჩულიამ მასპინძელთა ფორვარდს, ლუკ ბებიტს სახეში ხელი გაარტყა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ბებიტმაც მიიღო ტექნიკური ფოლი.

ზაზას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ მანამდე ბებიტმა ის სრულიად უწყინარ სიტუაციაში არ გაატარა და მხარი განგებ დაარტყა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზაზა ფაჩულიამ არასპორტული ფოლი რასელ უესტბრუკთან წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო.

- ფაჩულიამ ერთ მომენტში უესტბრუკი დაჩაგრა, "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას"
მოუგო [VIDEO]

- რასელ უესტბრუკმა ფაჩულიაზე უცენზუროდ ისაუბრა: ზაზას სამაგიეროს გადავუხდი
- ზაზა ფაჩულია უესტბრუკის მუქარაზე: ამაზე განსაკუთრებულად არ ვფიქრობ
მკითხველის კომენტარები / 32 /
და თუ მაინც კალათბურთიდან გინდათ მაგალითი,მაშინ დანკანი-კაზინსის დუელი ნახეთ:demarcus cousins tries to bully tim duncan.უამრავი მაგალითია სპორტში ღირსეული საქცილეის...ზაზა კი უბრალოდ,შავ,ბინძურ სამუშაოს არის შეჩვეული და აკეთებს კიდეც! აბა სროლა არ გამოსდის და რაღაც ხომ უნდა აკეთოს პარკეტზე :))) პ.ს. მომენატრა უკვე ტიმი
andria
24 იანვარი 2017 16:01
0
ლებრონ ჯეიმსი არ იქცევა სპორტულად ზოგჯერ და ამისი დასტურია თუნდაც ოლიმპიადის ფინალი ამერიკასა და ესპანეთს შორის 2012 წელს როდესაც თამაშამდე 7 წუთი და 23 წამი აკლდა და ფანტასტიურად მოთამაშე პაულ გასოლს გამიზნულად და სპეციალურად თვალის მძიმე ტრავმა მიაყენა ლებრონ ჯეიმსმა, ზუსტად მაგ ინციდენტის მერე ესპანეთმა მთლიანად დათმო მაგ თამაში და წააგო ის ფინალი თუმცა გასოლისთვის სპეციალურად ტრავმა რომ არ მიიეყენებინა ლებრონ ჯეიმს თამაში შეიძლება ოვერტაიმამდე მისულიყო, სხვათა შორის მსაჯმა თვალები დახუჭა მაშინ იმ ცუდ ფაქტზე რაც ჯეიმსმა გაუკეთა გასოლს და მთელ ესპანეთის ნაკრებს, აი ძმაო ვინც წერთ აქ ვითომ ლებრონ ჯეიმსი კაცურად და ვაჟკაცურად იქცევაო აი მაგალითი არაკაცობისა და არასპორტულობისა ლებრონ ჯეიმსის მხრიდან.
ხვიჩა
24 იანვარი 2017 15:43
0
არაპროფესიონალიზმის თვალსაჩინო მაგალითია ფაჩულიას ქცევა, მაგრამ აქ სხვა რამეა აღსანიშნავი. ჟურნალისტის თუ ჟურნალისტების აღტაცებული სათაური. ზაზამ გასცხო! ზაზამ დაჩაგრა და ეს კარგია, ეს ბრწყინვალეა. ზაზასგან ყველაფერი მისაღებია. და ამას კითხულობენ ბავშვები, ახალგაზრდები და უყალიბდებათ არასპორტული, არაკაცური მენტალიტეტი
pizunda
24 იანვარი 2017 15:39
0
-ღირსებადაკარგულ ადმიანებს ვერაფერს გააგებინებ.
მეორე ლოყაც...
24 იანვარი 2017 15:36
0
აზრი არა აქვს, ვერ მიხვდებიან ვერაფერს. ამის მიხვედრას კაცობა უნდა.
ანდრიას
24 იანვარი 2017 15:29
0
პროფესორებო,ნერვები ვის არ მოშლია?! გუნდი გადაიღალა ბოლო თამაშები ზედიზედ უწევდათ ამდენი გადაფრენები და თამაში ადვილი ხო არ გგონიათ,აყვა ნერვებს და ცუდად მოიქცა არავინ დაობს,მაგრამ სპორტია და ამ სპორტში ზოგადად არასპორტული საქციელებივ გამოერევა...ზაზა შენს გვერდით ვართ მიაწექი
fc
24 იანვარი 2017 15:27
0
პროვინცია. ნახერხი გჭარბობთ.
გია
24 იანვარი 2017 15:20
0
Dereck Chisora spits water in the face of Wladimir Klitschko! - ვისაც გაინტერესებთ თუ როგორ იქცევიან ღირსეული და ნამდვილი პროფესიონალი სპორტსმენები,აი ამ ვიდეოს უყურეთ იუთუბზე...მერე მიხვდებით რას ქვია იყო კაცი! შემდეგ კი ზაზას საქციელს შეადარეთ ყველამ ერთად ;)
andria
24 იანვარი 2017 14:59
0
მართლა იიიი ... დიახაც ქართველია, დიახაც მაგარი კაცია და დიახაც ზუსტად ეგრე უნდა მოექცე ეგეთებს. მოდი ჯერ თამაშებს უყურე და მერე ამოანთხიე შენი ბოღმა.
emre
24 იანვარი 2017 14:41
0
არაპროფესიონალიზმი. კრივზე შესულიყო თუ უნდოდა. ნუ ამართლებთ. ქართული მენტალიტეტი. ფთ
Tb
24 იანვარი 2017 14:41
0

სიახლეები პოპულარული