სტივ კერი: ზაზა ფაჩულია უფრო ფრთხილად უნდა იყოს

AutoSharing Option
NBA-მ ზაზა ფაჩულია "მაიამი ჰიტის" ფორვარდ ლიუკ ბებიტისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის 15 ათასი დოლარით დააჯარიმა. ამ ფაქტს გამოეხმაურა "გოლდენ სტეიტ უორიორსის" თავკაცი სტივ კერი:

- NBA-მ ზაზა ფაჩულია ფულადი ჯარიმით დასაჯა
- ზაზა ფაჩულიამ "მაიამის" ფორვარდს სახეში გასცხო [VIDEO]

"გავიგე, რომ ზაზა ფაჩულია იმ საღამოს ინციდენტისთვის დაუჯარიმებიათ. ზაზამ კარგად იცის, რომ ისინი გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან მას. ამიტომაც ასეთ დროს უფრო ფრთხილად უნდა იყოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან თამაშის სტილი შეიცვალოს", - განაცხადა "ჰორნეტსთან" მატჩის წინ კერმა, რომელიც
"ოლ სტარში" დასავლეთის გუნდის მწვრთნელი იქნება.

არის მცირე შანსი, რომ მან "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სათადარიგოთა შორის სწორედ ზაზა დაასახელოს.

ბოლო კვირაში ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ყურადღება ფიზიკური ქმედებებით მეორედ მიიქცია. პირველი იყო ინციდენტი რასელ უესტბრუკთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, არც დასრულებულა. საქმე ისაა, რომ მას მერე, რაც ზაზამ უესტბრუკს იდაყვის ჩარტყმისთვის სულ სხვა ეპიზოდში უპასუხა, "ოკლაჰომას" სუპერვარსკვლავმა დაიქადნა, რომ მას "ერთ ადგილზე მოსვამდა".

ქართველმა ცენტრმა კი მიიღო მისი მუქარა და განაცხადა, რომ მალე იქნება ოკლაჰომაში და დაელოდება უესტბრუკის ქმედებას. "ოკლაჰომასა" და "გოლდენ სტეიტის" მორიგი დაპირისპირება 11 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული