- გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის იანვრის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს! [VIDEO]
იანვარი "ანდორას" ქართველმა ცენტრმა შერმადინმა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა, საშუალოდ 18 ქულას, 9 მოხსნას აგროვებდა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი შთამბეჭდავი ჰქონდა - 27.8.
რაც მთავარია, მისი კარგი გარჯა "ანდორას" ტოპ-8 გუნდს შორის დამკვიდრებაში დაეხმარა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ ანდორელებმა ესპანეთის სამეფო თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
იანვარში საუკეთესოდ აღიარებაში 216 სმ სიმაღლის
"ძალიან სასიხარულოა MVP-ად აღიარება. ჩვენ ხომ ესპანეთის ლიგაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მინდა, მადლობა ვუთხრა თანაგუნდელებს გვერდში დგომისთვის. მუდამ ვცდილობ, გუნდს მაქსიმუმი მივცე, თუმცა ყოველთვის ისეთ შედეგს ვერ ვიღებთ, როგორიც გვსურს, ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ", - აღნიშნავს შერმადინი.
5 თებერვალს შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორა" ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" შეხვდება, 16 თებერვალს კი სეზონის მთავარი მატჩი ელის - ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
"ჯერ ბასკეთში გველის დიდი საღამო. ვეცდებით, "ბასკონიასთან" სტუმრად წარმატებულად ვითამაშოთ, შემდეგ კი "რეალთან" მომავალ მატჩზე გადავერთვებით. ძლიერი მეტოქეა და ჩვენც მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ", - დასძენს შერმადინი.
ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი ესპანეთის ლიგაში მესამეა (20.5), ქულებში - მეშვიდე (14.3), ხოლო მოხსნებში - პირველი (7.7).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"