ცნობილმა პორტალმა bleacherreport.com-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც საბა ფაჩულიას ვიდეო დაურთო. 7 წლის საბა სკოლაში კალათბურთს ხშირად თამაშობს და თავის გუნდში გამორჩეულიცაა. 4 თებერვალს კი მან მატჩის ბოლო წამზე მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი ჩააგდო.
სტატიაში ვკითხულობთ:
"ბავშვები ხშირად ბაძავენ საკუთარ კერპებს. ზაზა ფაჩულიას შვილი, საბა ფაჩულია არ ცდილობს გაჰყვეს მამამისის ძალისმიერ სტილს. საბამ მატჩის საფინალო სირენის თანხლებით მოედნის ცენტრიდან ბურთი ჩააგდო, რითაც მან უფრო მეტად სტეფ
ეს ვიდეო ინტერნეტში "გოლდენ სტეიტისა" და "საკრამენტოს" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა.
აღნიშნულ მატჩში ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო არ უთამაშია, "გოლდენ სტეიტმა" კი წააგო. "საკრამენტოს" ცენტრმა დემარკუს ქაზინსმა, რომელსაც ამას წინათ ზაზამ პირადი დუელი მოუგო და "უორიორზს" გაამარჯვებინა, წუხანდელ მატჩში 32 ქულა მიითვალა, რაც გახდა კიდეც საკრამენტოელთა რევანშის მიზეზი.
საბა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" წევრის, დევიდ ვესტის შვილს მეურვეობს
- ზედიზედ მესამე მარცხი ოვერტაიმში - "გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტოსთან" წააგო [VIDEO]
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით