10:54 11-02-2017
ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" ვერც მემფისში დაეხმარა, გრინმა კი ისტორია დაწერა [VIDEO]
AutoSharing Option
ოკლენდელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და მეტოქეს მხოლოდ ბოლო მეოთხედის მოგების საშუალება მისცეს.
ფაჩულიას, რომელიც ტრავმის გამო "უორიორსის" ბოლო მატჩებში მონაწილეობას ვერ იღებდა, არც მემფისში უთამაშია. სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი კი კლეი ტომპსონი იყო 36 ქულით. 24 ქულა მიითვალა კევინ დურანტმა, სტივენ კარიმ კი - 18.
ორიგინალური ტრიპლ-დაბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც სულ 4 ქულა ჩააგდო, მაგრამ სამაგიეროდ, თავის გუნდს 12 მოხსნით, 10 პასით და 10 ჩაჭრით დაეხმარა. ეს ისტორიაში პირველი ტრიპლ-დაბლია, როდესაც მოთამაშის ქულათა მაჩვენებელი ერთნიშნაა.
"გოლდენ სტეიტი" 45 მოგებითა და 8 მარცხით ჩემპიონატს ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი თბილისის დროით 12 თებერვალს შუაღამისას, სტუმრად "ოკლაჰომა სიტისთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
10 ქულაც რო ჩაეგდო გრინს 4 მაგს დადებდა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული