ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "დენვერთან" 20-ქულიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
14 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "დენვერს" ესტუმრა და ანგარიშით 132:110 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი გუნდს მარჯვენა მხრის კუნთის ტრავმის გამო ვერ ეხმარება. ფაჩულია გუნდს, სავარაუდოდ, NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემდეგ დაუბრუნდება.

ამასთან ერთად, "გოლდენ სტეიტს" "დენვერთან" შეხვედრაში ორი მცველი, კლეი ტომპსონი და შონ ლივინგსტოუნი ვერ დაეხმარა. ტომპსონს მარჯვენა ფეხზე აქვს პრობლემა, ხოლო ლივინგსტოუნი მეუღლესთან ერთად არის, რომელიც ბავშვს ელოდება.

ზაზას არყოფნაში სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგიმ ითამაშა, რომელმაც 15 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

შეხვედრაში სამმაგი
დუბლი სერბმა ნიკოლა იოკიჩმა შეასრულა. "დენვერის" ფორვარდმა 17 ქულა, 21 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ "დენვერმა" 24 3-ქულიანი ჩააგდო, რაც რეგულარული ჩემპიონატის რეკორდის გამეორებაა, რომელიც "ჰიუსტონს" ეკუთვნის.

"გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტი, 25 ქულა კევინ დურანტმა მოაგროვა,  სტეფ კარის კი თამაში არ წაუვიდა და მხოლოდ 11 ქულას დასჯერდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

46 მოგებითა და 9 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ უპირობო ლიდერია NBA-ში. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს ჩვენი დროით 16 თებერვალს, 07:30 საათზე "საკრამენტოსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტ ჰორნეტსი-ფილადელფია სიქსერსი 99:105
ინდიანა პეისერსი-სან ანტონიო სპურსი 106:110
ბრუკლინ ნეთსი-მემფის გრიზლი 103:112
მაიამი ჰიტი-ორლანდო მეჯიქი 107:116
მილუოკი ბაქსი-დეტროიტ პისტონსი 102:89
ვაშინგტონ ვიზარდსი-ოკლაჰომა სიტი თანდერი 120:98
დალას მავერიქსი-ბოსტონ სელტიქსი 98:111
ფენიქს სანსი-ნიუ ორლეან პელიკანსი 108:110
იუტა ჯაზი-ლოს ანჯელეს კლიპერსი 72:88
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი-ატლანტა ჰოუქსი 104:109
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ ბლოკავთ კომენტარებს, სადაც არაფერია უცენზურო? არ მოგწონთ განსხვავებული აზრი, არა?!
baxt
10:14 15-02-2017
0
წმინდა წყლის მესჩანური აზრებია აქ გამოთქმული, სხვის ნეგატივზე (ამ შემთხვევაში წაგებების ფონზე)კი არ უნდა გამოჩნდეს ადამიანი პოზიტივში რომ დააფასონ, არამედ თავისი ტალანტის და დაუღალავი შრომის ფასად და აფასებენ კიდევაც გუნდში ზაზას.
სრულიად ვეთანხმები ბოლო კომენტარის ავტორს.
ხალხნო
18:01 14-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული