გიორგი შერმადინმა "რეალის" მოთამაშეს ბურთი "თავზე გადაატენა" [VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით "მორაბანკ ანდორა" ძალიან ახლოს იყო, ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალიდან მადრიდის "რეალი" გამოეგდო.

თუმცა ძირითადი დროის ბოლო წამებზე "სამეფო კლუბმა" ანგარიში გაათანაბრა და ოვერტაიმში, 99:93 იმარჯვა.

ზეშედეგიანად მოთამაშე ქართველ ცენტრს მხარი ანდორელთა მეორე ქართველმა ლეგიონერმაც - ბექა ბურჯანაძემაც აუწყო და რომ არა ძირითადის ბოლოს მსაჯების გაუგებარი გადაწყვეტილებები, ქართველების გუნდი ხმაურიან გამარჯვებას მოიპოვებდა.
გიორგი შერმადინმა "რეალის" მოთამაშეს ბურთი თავზე გადაატენა
Sportall.Ge

სათქმელია, რომ ძირითადი დროის ბოლო წუთზე მსაჯებმა გიორგი შერმადინის ორქულიანი მასზე დაფიქსირებული ძალიან საეჭვო გარბენის მოტივით გააუქმეს,
ხოლო მომდევნო შეტევაში მადრიდელთა უკანახაზელ ერხიო ლიულზე ზონის დარღვევა არ დააფიქსირეს. "რეალმა" ძირითადის ბოლო წამებზე ენტონი რენდოლფის სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც უკვე გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებია.

შერმადინი ანდორელთაგან საუკეთესო იყო და მატჩის უმაღლესი შედეგი მადრიდელ სერხიო ლიულთან გაიყო. ამ უკანასკნელმა 22 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-მდე გაზარდა. ამდენივე დააგროვა გიორგი შერმადინმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 27 ქულით პირადი რეკორდი დააფიქსირა.

გიორგიმ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 33:27 წუთში 16-დან 8 ორქულიანი და 14-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 27 ქულას კი 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ (!) დაჯარიმდნენ.

შედეგიანად ითამაშა ბექა ბურჯანაძემაც, რომელმაც 25:08 წუთში 7 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ბექამ 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდი დაცვაშიც ყოჩაღად გამოიყურებოდა, სარგებლიანობის კოეფიციენტით (14) კი "მორაბანკ ანდორას" რიგებში მე-4 იყო.
იხილეთ ვიდეო: რეალი-ანდორა 99:93
Sportall.Ge

მეორე მეოთხედფინალში თასის გათამაშების მასპინძელმა "ბასკონიამ" "იბეროსტარს" 90:81 სძლია და ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" შეუერთდა. მოგეხსენებათ, ბასკონიელთა ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელიაა, რომელსაც უკვე თვეზე მეტია, ტრავმა აწუხებს და ვიტორიელებს ვერ ეხმარება. შენგელია "იბეროსტართან" მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ სრულ მზადყოფნაში არაა და მოედანზე არ გამოჩენილა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვიტან ესპანელებს ასეთი არაკაცობის გამო, დაწყებული ანხელით (ყიფიანმა მაგის გამო დაასრულა ნააფრევად კარიერა), დამთავრებული დრაქსლერის დამთვრევით, ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, კარვახალმა დაამტვრია, ეს დამახასიათებელია მათთვის, და მსაჯობა ხომ საერთოდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, გინდა ფეხბურთში, გინდა კალათბურთში.
Bmbვ
17 თებერვალი 2017 16:47
0
გაიხარეთ გიორგი და ბექა, სულ წარმატებებს გისურვებთ.
gizog
17 თებერვალი 2017 16:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული