თუმცა ძირითადი დროის ბოლო წამებზე "სამეფო კლუბმა" ანგარიში გაათანაბრა და ოვერტაიმში, 99:93 იმარჯვა.
ზეშედეგიანად მოთამაშე ქართველ ცენტრს მხარი ანდორელთა მეორე ქართველმა ლეგიონერმაც - ბექა ბურჯანაძემაც აუწყო და რომ არა ძირითადის ბოლოს მსაჯების გაუგებარი გადაწყვეტილებები, ქართველების გუნდი ხმაურიან გამარჯვებას მოიპოვებდა.
სათქმელია, რომ ძირითადი დროის ბოლო წუთზე მსაჯებმა გიორგი შერმადინის ორქულიანი მასზე დაფიქსირებული ძალიან საეჭვო გარბენის მოტივით გააუქმეს,
შერმადინი ანდორელთაგან საუკეთესო იყო და მატჩის უმაღლესი შედეგი მადრიდელ სერხიო ლიულთან გაიყო. ამ უკანასკნელმა 22 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-მდე გაზარდა. ამდენივე დააგროვა გიორგი შერმადინმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 27 ქულით პირადი რეკორდი დააფიქსირა.
გიორგიმ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 33:27 წუთში 16-დან 8 ორქულიანი და 14-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 27 ქულას კი 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ (!) დაჯარიმდნენ.
შედეგიანად ითამაშა ბექა ბურჯანაძემაც, რომელმაც 25:08 წუთში 7 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ბექამ 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდი დაცვაშიც ყოჩაღად გამოიყურებოდა, სარგებლიანობის კოეფიციენტით (14) კი "მორაბანკ ანდორას" რიგებში მე-4 იყო.
მეორე მეოთხედფინალში თასის გათამაშების მასპინძელმა "ბასკონიამ" "იბეროსტარს" 90:81 სძლია და ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" შეუერთდა. მოგეხსენებათ, ბასკონიელთა ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელიაა, რომელსაც უკვე თვეზე მეტია, ტრავმა აწუხებს და ვიტორიელებს ვერ ეხმარება. შენგელია "იბეროსტართან" მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ სრულ მზადყოფნაში არაა და მოედანზე არ გამოჩენილა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით