ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ტრავმის გამო გამოწვეული 8-მატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მეორე შეხვედრა გამართა და კვლავ შედეგიანად გაისარჯა.

"გოლდენ სტეიტის" ძირითადმა ქართველმა ცენტრმა "ბრუკლინ ნეთსთან" გამართულ მატჩში 20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და ოკლენდელებს მორიგი გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.

"გოლდენ სტეიტი" ერთ-ერთი ლიდერის - კევინ დიურანტის გარეშე თამაშობდა და აღმოსავლეთ კონფერენციის საშუალოზე სუსტ გუნდთან მოსაგებად ჯაფა დაადგა.

მართალია, საბოლოოდ მასპინძლებმა 112:95 იმარჯვეს, თუმცა მეტოქე ბოლო პერიოდამდე შანსს ინარჩუნებდა, სანამ უკანასკნელ წუთებზე "უორიორზის" უპირატესობამ 20 ქულას არ მიაღწია.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში დაიწყო და მთლიანობაში მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად ზაზამ 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სტეფ კარიმ 27 ქულა დააგროვა, ხოლო კლეი ტომპსონმა 24.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ბრუკლინი 112:95
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" 49 მოგებითა და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციის და სრულიად ლიგის ლიდერია. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 28 თბერვალს სტუმრად "ფილადელფიასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვისარ არ გინახავთ ეს თამაში, გირჩევთ უყუროთ, მართალია ბრუკლინი არაა გრანდი, მაგრამ ნბა-ა რაც არ უნდა იყოს, მოკლედ გეტყვით, ზაზა ძალიან მაგარია, ყველა მისი მოძრაობა გუნდისთვის სასარგებლოა, საღოლ ზაზა, ვამაყობთ შენით. კერი მაგარი მწვრთნელი ყოფილა, ზაზასგან მაგარი ცენტრი გამოძერწა რასაც ჰქვია. ბრავო კერი!
ბმბ
13:29 26-02-2017
0
ზაზა გაიხარე, ქართველთა ნამდვილი საამაყო კაცი ხარ. უფალი გფარავდეს.
gizog
13:46 26-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული