ზაზა ფაჩულიას 16 ქულა 14 წუთში და გამარჯვება "ფილადელფიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი "გოლდენ სტეიტში". რაც ოკლენდურ გუნდში გადავიდა, ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი - 15 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (22 დეკემბერს "ბრუკლინთან), დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას კი ფილადელფიაში 119:108 მოგებულ მატჩში ზაზამ არასრულ 15 წუთში 16 ქულა მიითვალა და "გოლდენ სტეიტში" პირად რეკორდს უწია.

ფაჩულიამ, რომელსაც ქომაგი ძირითადად დაცვით, ფარქვეშ მებრძოლ მოთამაშედ იცნობს, თავისი ბომბარდირული თვისებები კარგად გამოავლინა. ასე მცირე დროში ჩაგდებული 16 ქულა ნებისმიერი კალათბურთელისთვის სოლიდური შედეგია.

ფაჩულია არ ერიდებოდა შეტევას, თანაგუნდელებიც პასებს აწვდიდნენ და ქართველმა ცენტრმა
თამაშიდან ხუთივე სროლა ჩააგდო, რასაც 7-დან 6 საჯარიმოც მოაყოლა.

16 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით, "გოლდენ სტეიტში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 16 ქულა ფილადელფიასთან მატჩში
Sportall.Ge

ოკლენდელებში ბომბარდირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 21 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო სტეფ კარიმ 33 წუთში 19 ქულა მიითვალა. კარისთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო შორი სროლების მხრივ. ოკლენდელების სნაიპერმა 11 ცდიდან ყველა სამქულიანი ააცილა.
იხილეთ ვიდეო: ფილადელფია - გოლდენ სტეიტი 108:119
Sportall.Ge

50 გამარჯვებითა და 9 მარცხით "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებს. ფილადელფიიდან ფაჩულიას გუნდი ამერიკის დედაქალაქში გადავა, სადაც პირველ მარტს "ვაშინგტონ ვიზარსთან" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
საინტერესოა სულ რამდენი ქულა აქვს მოპოვებული ზაზას მიმდინარე სეზონში?
pele
28 თებერვალი 2017 15:00
0
ლუკა-ს რაშუაშია წინა მატჩში უფრო მეტხანს ითამაშა ვიდრე ეხლა))))
svan
28 თებერვალი 2017 14:54
0
ზაზა უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებს გელდენში, დააკვირდით მის თამაშს და დარწმუნდებით, ლამაზი თვალების გამო ამხელა ამბიციების გუნდში ტყუილად არვინა აიყვანდა,ზაზა ამტკიცებდა დაამტკიცა და კიდევ მრავალ თამაშს ჩაატარებს უმაღლეს დონეზე
jon
28 თებერვალი 2017 14:11
0
ზაზა დაიქოქა!!!!
ტარიელი
28 თებერვალი 2017 13:23
0
ზაზა, რომ ჭკვიანი და უძლიერესი კალათბურთელია ეს დღესაც დაამტკიცა.

ნუთუ 11 - დან 1 სამქულიანს მაინც ვერ ჩააგდებდით. გაბედეთ ვერთხელ მაინც ესროლეთ სამქულიანი. ვარსკლავები ისვრიან და როგორ ბევრს აცილებენ. მე კი დარწმუნებული ვარ თქვენ არავიზე ნაკლებად ისვრით.

წარმატებები ზაზას - ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს.
ჯონი
28 თებერვალი 2017 13:19
0
დღეს კერი ჭედავდა მაგრად, ზაზას თამაში მისდიოდა, მაკგიზე და ვესტზე ბევრად კარგად თამაშობდა და ვესტი ათამაშა ყველაზე დიდხანს.
ან ზაზა და ჯაველი ბოლომდე არ დატვირთა, ვინაიდან ხვალ დილითაც თამაში აქვთ ვაშინგტონთან.
tanto
28 თებერვალი 2017 13:09
0
ნათია-ს. მართალი ხარ საყვარელო, მაგრამ რატომ გავიწყდება, რომ ზაზა სულ ახლახან დაუბრუნდა გუნდს ტრამვის შემდეგ.
ლუკა
28 თებერვალი 2017 11:52
0
გაიხარე ზაზა, უფალი შეგეწიოს. უფრო და უფრო მეტ წარმატებებს გისურვებ.
gizog
28 თებერვალი 2017 11:06
0
როცა მიდის ადამიანს თამაში, აამაშე რა. ვააააა
ნათია
28 თებერვალი 2017 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული