ფაჩულიამ, რომელსაც ქომაგი ძირითადად დაცვით, ფარქვეშ მებრძოლ მოთამაშედ იცნობს, თავისი ბომბარდირული თვისებები კარგად გამოავლინა. ასე მცირე დროში ჩაგდებული 16 ქულა ნებისმიერი კალათბურთელისთვის სოლიდური შედეგია.
ფაჩულია არ ერიდებოდა შეტევას, თანაგუნდელებიც პასებს აწვდიდნენ და ქართველმა ცენტრმა
16 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით, "გოლდენ სტეიტში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ოკლენდელებში ბომბარდირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 21 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო სტეფ კარიმ 33 წუთში 19 ქულა მიითვალა. კარისთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო შორი სროლების მხრივ. ოკლენდელების სნაიპერმა 11 ცდიდან ყველა სამქულიანი ააცილა.
50 გამარჯვებითა და 9 მარცხით "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებს. ფილადელფიიდან ფაჩულიას გუნდი ამერიკის დედაქალაქში გადავა, სადაც პირველ მარტს "ვაშინგტონ ვიზარსთან" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ნუთუ 11 - დან 1 სამქულიანს მაინც ვერ ჩააგდებდით. გაბედეთ ვერთხელ მაინც ესროლეთ სამქულიანი. ვარსკლავები ისვრიან და როგორ ბევრს აცილებენ. მე კი დარწმუნებული ვარ თქვენ არავიზე ნაკლებად ისვრით.
წარმატებები ზაზას - ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს.
ან ზაზა და ჯაველი ბოლომდე არ დატვირთა, ვინაიდან ხვალ დილითაც თამაში აქვთ ვაშინგტონთან.