ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:51 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია "ატლანტაში" 2005-13 წლებში თამაშობდა.
24-24 ქულა ჩააგდეს სტეფ კარიმ და ანდრე იგუდალამ. კევინ დურანტის არყოფნის დროს ყველაზე მეტი დრო სწორედ იგუდალას ეძლევა.
შეხვედრაში
ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 52 მოგება და 11 მარცხი დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 მარტს შინ "ბოსტონთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლივლენდი-მაიამი 98:106
ორლანდო-ნიუ იორკ ნიქსი 105:113
ფილადელფია-მილუოკი 98:112
დეტროიტი-ჩიკაგო ბულსი 109:95
შარლოტი-ინდიანა 100:88
მემფისი-ბრუკლინი 109:122
სან ანტონიო-ჰიუსტონი 112:110
დენვერი-საკრამენტო 108:96
იუტა-ნიუ ორლეანი 88:83
ლოს ანჯელეს კლიპერსი-ბოსტონი 116:102