"გოლდენ სტეიტის" ფანმა ზაზა ფაჩულიას აჯობა და მანქანა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონ სელტიკსთან" საშინაო მატჩში სეზონში მე-12 მარცხი იგემა, მაგრამ ეს გუნდის ერთ-ერთ ფანს, ევან ოლმაითის აღარ ანაღვლებდა, რადგან მან თამაშის ტაიმ აუტისას ახალთახალი "კია" მოიგო.

- ზაზამ მაგარი ჩატენა - ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტის" მე-12 მარცხი NBA-ში [VIDEO]

"ბოსტონთან" ტაიმ აუტში შემთხვევით შერჩეულ ერთ-ერთ ფანს შესთავაზეს 30 წამში ზაზა ფაჩულიაზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო, იგი ამ შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელი გახდებოდა.

ზაზამ 30 წამში სამი სამქულიანი ჩააგდო. ევანს 20 წამიც ეყო იმისთვის, რომ ზაზაზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და "კიას" ბედნიერი
მფლობელი გახდა.

- Bleacher report-ის ვერდიქტი: "გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულია უნდა შეინარჩუნოს
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ყველაფერი გართობაა და არ ღირს სერიოზულად სასაუბროდ. ვისაც ზაზას სროლაზე აქვს პრეტენზიები, გადახედოს სხვა მაღალბიუჯეტიანი ცენტრები სტატისტიკურად (დრამონდი,დეანდრე,ჰოვარდი) როგორ ესვრიან საშუალო და შორი დისტანციიდან და ისე აკრიტიკონ.
(((((
10 მარტი 2017 15:27
0
რატომ რა რომ დათანხმდა რა დაკარგა? რეკლამაა ყველაფერი. ზუსტად რომ არ არის მსროლელი მაგიტომ იყო შოუ თუ აჯობებდა ქომაგი.თორემ კარის და ტომპსონს რას გაეჯიბრებოდა, მოხვდებოდა 30 სამიანი სანიაღვრეში
bado
10 მარტი 2017 14:01
0
ამით რისი თქმა უნდათ ამერიკელებს (ალბათ სპორტულ ჟურნალისტებს, ან შოუს დამდგმელებს), ანუ ზაზა რაო..? შემთხვევით არის იქ, სადაც არისო..? რა გადაირიენ სიხარულით, ჩვენი მეგობრები..!
jiji
10 მარტი 2017 12:37
0
ყოველ 30 წამსჰი 11 -ს ვაგდებ მარა ჩემთვის არაფერი მოუციათ, ზაზა არც უნდა დათახმებულიყო ამ შოუს, ის არ არის სამიანების დიდოსტატი. მას სულ სხვა როლი აქვს თამაშების დროს.
uro
10 მარტი 2017 11:18
0
კი მაგრამ ზაზა ნბას მოთამაშეა და ეს ტიპი სენდვიჩმყლაპიაა :)))
bado
10 მარტი 2017 09:32
0
მოიცა და, ისინი თანაბარ პირობებში არ ყოფილან! ზაზას ასხლეტილ ბურთებს აწვდიდა შორი ასისტენტი, ამას კი მზამზარეული მისდიოდა 2 ასისტენტისგან! შუალედებში დროს არ კარგავდა! თუ მიცემა უნდოდათ, ისე მიეცათ მანქანა :)
giorgi
09 მარტი 2017 19:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული