"მინესოტაში" ისევ რეორგანიზაციაზე ფიქრობენ, მით უმეტეს, კევინ გარნეტის კალათბურთიდან წასვლის მერე. იმის მიუხედავად, რომ გუნდში არიან ნიჭიერი კალათბურთელები: ენდრიუ ვიგინსი, კრის დანი და რიკი რუბიო, გუნდის თავკაცმა ტიმ ტიბოდომ ჯერ ვერ ააწყო შეთამაშებული კოლექტივი. იქნება კი ზაზა ფაჩულიას დამატება კარგი იდეა?", - წერს საიტი.
"გოლდენ სტეიტი" ამ ზაფხულს რთულ სიტუაციაში ჩავარდება, რადგან ბევრი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება, რომლებიც უკეთეს კონტრაქტებს იმსახურებენ. სტეფ კარისთან კონტრაქტი გასახანგრძლივებელია, რა
ამბობენ, რომ "მინესოტაში" გუნდის აწყობას კარლ-ენტონი თაუნსის ირგვლივ აპირებენ. თუმცა თაუნსს, რომელიც მეორე წელია ბრწყინავს NBA-ში, ხანდახან პრობლემები აქვს და გვერდით ვეტერანი ესაჭიროება, რომელსაც მისი დარიგება კარგად შეუძლია. ლიგაში კი ზაზა ფაჩულია ერთ-ერთ საუკეთესო "მასწავლებლად" ითვლება ახალბედა თანაგუნდელებისთვის" - წერს საიტი.
"ანალიტიკოსები ელიან, რომ ზაზა უკეთეს კონტრაქტს მიიღებს სხვა გუნდიდან, ვიდრე "გოლდენ სტეიტიდან". მართალია, ამ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ექსპერტები თანხმდებიან, ზაზა კარგი მენტორია ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის და ის "მინესოტაში" გამარჯვებულის მენტალიტეტს მიიტანს", - ასრულებს გამოცემა.