ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსაც" მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 1-ელ აპრილს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი საკუთარ არენაზე "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 107:98 დაამარცხა.

ჰიუსტონელები დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან, შესაბამისად ლიგის ერთ-ერთ ფავირიტადაც ითვლებიან. ოკლენდში "როკეტსმა" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა ჩვეული შეუპოვრობა გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. გარდამტეხ მომენტში შედეგიანად ითამაშეს სათადარიგოებმა - ანდრე იგუდალამ და იან კლარკმა. ჯავალ მაკგის კი 11 წუთში 13 ქულა და 5 დაფარება დაუგროვდა.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში
იყო ოკლენდელთა ქართველი ცენტრი. ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 3-დან 1 ორქულიანი მიითვალა. ზაზამ შეხვედრა 2 ქულით და 1 მოხსნით დაასრულა.

რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელთა სხვა სასტარტოებს, სტეფ კარი 24 ქულით ბომბარდირი გახდა, კლეი ტომპსონმა კი გუნდს 20 ქულა მიაშველა. დრეიმონდ გრინმა და მეტ ბარსნმ 6-6 ქულა მიითვალეს.

62 მოგებითა და 14 მოგებით "გოლდენ სტეიტი" მთელ ლიგას ლიდრობს. მდევარ "სან ანტონიოს" 4 მოგებით ნაკლები და 3 წაგებით მეტი აქვს. რეგულარულ ჩემპიონატში ოკლენდელებს დარჩნილი აქვთ 7 მატჩი და ამ უპირატესობას, დიდი ალბათობით, არ გაანიავებენ, რაც მათ ლიგის პირველ ადგილს და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას მიანიჭებს.

მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 3 აპრილს, შინ "ვაშინგტონთან" ელის.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოუკლოო ვთქვი და დამეტაკა ვიღაცა.. კარის უცრო მეტი მოხსნა რატო უნდა ქონდეს თუნდაც წუთობრივად რო შევხედოთ როცა ერთად არიან პარკეტზე
მ.მ
20:09 01-04-2017
0
ზაზას 2 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება!!! ესეთი სათაურები არ გინდათ რაა. 4-5 ბურთი ერთ თამაშში გააქვთ რონალდოს და მესის.
mixo
19:46 01-04-2017
0

სიახლეები პოპულარული