13:28 03-04-2017
ბექა ბურჯანაძის ბენეფისი გიორგი შერმადინის დაბადების დღეს შედგა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების გუნდი "მორაბანკ ანდორა" მორიგი ტურის მატჩში შინ "ესტუდიანტესს" შეხვდა და ბურჯანაძის ლიდერობით გამარჯვება მოიპოვა - 87:83.
შერმადინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის იანვრისა და მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, შედეგიანი იყო, თუმცა მატჩის საუეკეთესო მოთამაშე ბურჯანაძე გახდა.
22 წლის ქართველი ფორვარდისთვის "ესტუდიანტესთან" ჩატარებული მატჩი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. ბექამ შეხვედრის ბოლო პერიოდში 16 (!) ქულა ჩააგდო და ანდორელთა გამარჯვება პირადად განსაზღვრა.
მატჩის გმირი ბექა ბურჯანაძე გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31:10 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ამასთან, 16 ქულა (!) დასკვნით მეოთხედში მიითვალა. ბექამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ანდორელთა კიდევ ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა, რომელსაც 28 წელი შეუსრულდა. ის თამაშს 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე კი გამოეთიშა, თუმცა, მანამდე, მოედანზე გატარებულ 19:44 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
"მორაბანკ ანდორამ" 13 მოგება და 12 მარცხი დააგროვა, რითაც პლეი ოფში გამსვლელი ბოლო, მე-8 ადგილი გაიმყარა. ანდორელები მომდევნო მატჩს 8 აპრილს შინ, ერთ-ერთ ლიდერ "ტენერიფესთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული