ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "ანდორამ" ესპანური ლიგის ლიდერი დაამარცხა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლიგის ერთპიროვნული ლიდერი "ტენერიფე" 85:83 დაამარცხა. ლიდერის დამარცხებაში ლომის წილი ქართველებმა დაიდეს.

ანდორელებს ბექა ბურჯანაძემ ულიდერა, რომელიც კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და სარგებლიანობის საუკეთესო მაჩვენებელიც ჰქონდა. ბექას შთამბეჭდავი მაჩვენებლები არ ჰქონია, თუმცა მან ისე აკურატულად ითამაშა, რომ გამაერთიანებელი სტატისტიკა საუკეთესო ჰქონდა.

ბექამ 28:58 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა,
მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჩვეულად სარგებლიანი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც ასევე სასტარტო ხუთულში ითამაშა და 25:44 წუთში ორმაგ დუბლს მიუახლოვდა.13 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. გიორგიმ 8-დან 3 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა. შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა.

ანდორელებმა 14 მოგება და 12 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს ინარჩუნებენ, რომელიც პლეი-ოფში თამაშის საშუალებას იძლევა. ქართველთა კლუბი მომდევნო მატჩს 16 აპრილს ჩაატარებს, როდესაც მალაგაში "უნიკახას" ესტუმრება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული