ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
3 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფში "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და ანგარიშით 106:94 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "უორიორსი" სერიაში დაწინაურდა - 1:0.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი  და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 10 ქულა იუტასთან მატჩში
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი მხოლოდ სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებმა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა და
კევინ დურანტმა 17-17 ქულა მოიპოვეს, კლეი ტომპსონმა კი 15 ქულა ჩააგდო. ყველაზე მეტი, 22 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 94:106
Sportall.Ge

გამოსარჩევი ფაქტია, რომ შეხვედრაში ორმაგი დუბლი არავის გაუფორმებია.

ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს შინ 5 მაისს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "ბოსტონმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 129:119 დაამარცხა. ყველაზე მეტი, 53 ქულა აიზია ტომასმა მოაგროვა, სტუმართა მხრიდან კი ჯონ უოლმა 40 ქულა ჩააგდო. ამ გამარჯვებით "სელტიქსი" სერიაში 2:0-ს იგებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ხო, მართალი ხარ, ფსიქოლოგო!
საოცარი დასკვნები გაქვს. მასე გააგრძელე და ძალიან წარმატებული იქნები ფსიგოლოგიაშიც. ნუ სპორტსა და ხელნაწერების გაშიფვრაში კი ხარ და ვიცით :)
ნათია
03 მაისი 2017 14:44
0
1. როგორ ხვდები? ალბათ კალილგრაფიით!!!
2.ყოჩაღ, მანუსკრიპტების ექსპერტი ყოფილხარ სპორტის ექსპერტთან ერთად.

ძალიან მარტივად ავხსენი ტროლი როგორც მივხვდი და აჰა ისევ ორი შენი ახალი სხვა და სხვა აზრი და ვარაუდი. ტროლი მაგრად ვერა ხარ ფსიქოლოგიურად და უადვილესად იშიფრები.
ნათია-s
03 მაისი 2017 14:18
0
რას ერჩით მართალი უთქვამთ ))))))))
სასტარტო ხუთეულებს თუ შევადარებთ, გოლდენ სტეიტის ვარსკვლავურმა ოთხეულმა აჯობა შესაბამის პოზიციებზე მყოფ იუტას მოთამაშეებს.
მხოლოდ ზაზას ჰქონდა გობერზე ცუდი სტატისტიკა ))))))))
vaxo
03 მაისი 2017 14:16
0
ფაჩულიას აქვს ძაან დიდი საკალათბურთო ინტელექტი.
კობა
03 მაისი 2017 14:14
0
ფაჩულიას აქვს ძაან დიდი საკალათბურთო ინტელექტი.
კობა
03 მაისი 2017 13:54
0
ჩემი ნააზრევი კიარა, რაც სტატიაში ეწერა იმას ვამბობ და გადახედე ხანდახან. და კაცი ვარ თუ ქალი როგორ ხვდები? ალბათ კალილგრაფიით!!! ყოჩაღ, მანუსკრიპტების ექსპერტი ყოფილხარ სპორტის ექსპერტთან ერთად :)
ნათია
03 მაისი 2017 13:47
0
1-რავიცი, ფაჩულია ხელს გვიშილსო და..?!

2-სასტარტო ხუთეულის ოთხეული მოწინააღმდეგეებთან დუელში გამარჯვებული გამოვა და მხოლოდ ფაჩულია დამარცხდებაო?!

ეს ორი შენი სხვადასხვა ნააზრევია, ასეთი ორაზროვანი უაზროების სპეციალისტი და ქალის ნიკების მოყვარული აქ მარტო მსქროლავი ტროლია, ნათიას ნიკში შენიღბული კაცი.
ნათია-s
03 მაისი 2017 13:25
0
ამერიკულმა მედიამ. პოზიციებს შორის რომ იყო ბრძოლა სასტარტო ხუთეულის ოთხეული მოწინააღმდეგეებთან დუელში გამარჯვებული გამოვა და მხოლოდ ფაჩულია დამარცხდებაო და რა გამოდის?!
ნათია
03 მაისი 2017 12:34
0
ვინ თქვა ხელს გვიშლისო?
ნათია -ს
03 მაისი 2017 12:00
0
რავიცი, ფაჩულია ხელს გვიშილსო და..
ნათია
03 მაისი 2017 11:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული