ადრეული გაზაფხული ენძელსისაა

AutoSharing Option
"ტარტუ როკმა" ბალტიის ლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ლატვიაში "ვენტსპილსთან" ჩაატარა. შეხვედრის პირველი პერიოდი "როკერებმა" მოიგეს (20:17). სტუმრები დიდ შესვენებაზეც მცირე უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში "ვენტსპილსმა" თამაში გამოასწორა და სირენამდე 2 წუთით ადრე 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომლის გაბათილება ესტონელებმა ვეღარ შეძლეს. სერიის პირველი მატჩი მწვრთნელის, გუნტას ენძელსის გუნდმა 84:77 მოიგო.

"როკის" ქართველი გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე სათადარიგო იყო. მან 19 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. "როკი"-"ვენტსპილსის" მეორე მატჩი ტარტუში 17 მარტს გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა.


რეალი
ოვერტაიმში
ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ძირითადი დრო ასევე დასრულდა - 76:76.

ოვერტაიმში ბასკებმა მადრიდელებს ღირებული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ 78:88 დამარცხდნენ.

მწვრთნელმა, პაბლო ლასომ ცქიტიშვილი 3 წუთი ათამაშა. ცხადია, ამ დროში ნიკამ სტატისტიკის შევსება ვერ მოახერხა. მატჩის ბომბარდირი "ლაგუნ აროს" ფორვარდი ენდი პანკო გახდა - 31 ქულა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული