ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და "გოლდენ სტეიტის" მესამე მოგება "იუტასთან" სერიაში [VDIEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" გასვლითი მატჩიც მოუგო "იუტა ჯაზს" და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გვარიანად გაუჭირდათ ოკლენდელებს, თუმცა დასკვნითი პერიოდში სტუმრებმა იძალეს და საბოლოოდ 102:91 გაიმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 12 წუთი გაატარა. ფაჩულიამ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა: 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საბოლოოდ 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი
და 1 დაფარება მიითვალა.
იხილეთ ვიდეო; ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები იუტასთან
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტს" 38 ქულით და 13 მოხსნით კევინ დურანტმა ულიდერა. 23 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო სასტარტო ხუთულის დანარჩნი წევრებმა - კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა 10-ქულიან ზღვარს ვერ უწიეს. გრინმა 9 ქულა მიითვალა, ტომპსონმა კი - 6. "იუტაში" 29 ქულით საუკეთსო იყო გორდან ჰეივორდი, ხოლო რუდი გობერმა 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 91:102
Sportall.Ge

სერიის შემდეგი მატჩი 9 მაისს, კვლავ სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართბა, რომელიც, თუ "გოლდენ სტეიტმა" მოიგო, სერიის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტროლი ჯმაოცა ხარ და მსქროლავ ჯმაოზეს უარესიც, ეს ალანი არ ისვენებს არანაირად.
Tanto-s ავტორს
07 მაისი 2017 21:43
0
Getankhmebi jmao yvelafershi
Tanto-s
07 მაისი 2017 20:59
0
კერის ასისტენტი ძალიან მაგრად ჭამს რაცხას უკვე, დღეს ზაზა ვესტზე და მაკგიზე ბევრად კარგად თამაშობდა და პირველ მეოთხედში შვიდი წუთი ათამაშა, მესამე მეოთხედში ხუთი, მიუხედავად იმისა რომ ქულები მათზე მეტი მოაგროვა, დურანტს და ქერის მშვენიერი სქრინები დაუყენა, გიბერის წინააღმდეგაც კარგად ითამაშა.
ბრაუნი უკვე აშკარად ჩაგრავს ზაზას და თავისი ცალსახა და გაუგებარი გადაწყვეტილებით ბოლო თამაშებში ვესტს ეყრდნობა, რომელიც ზაზაზე სუსტად გამოიყურება.
tanto
07 მაისი 2017 16:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული