პირველად NBA-ს კონფერენციის ფინალში - ზაზა ფაჩულიას ახალი პირადი რეკორდები

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის II რაუნდიც "მშრალი" სერიით მოიგო, 4:0 დაამარცხა "იუტა ჯაზი" და NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

- ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის სერიაში "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]

ფინალში ქართველი ცენტრის გუნდის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა. ის შეიძლება იყოს "სან ანტონიო" ან "ჰიუსტონი", სერიაში 2:2-ია.

ეს უდიდესი მიღწევაა ზაზა ფაჩულიასთვის, რომელიც კონფერენციის ფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს.

თავის 14-წლიან ამერიკულ კარიერაში ფაჩულიამ 7 სეზონში ითამაშა პლეი ოფში. წინა 6 ასეთი სეზონიდან 3-ში ფაჩულიას გუნდმა ბრძოლა
პირველ რაუნდში დაასრულა: 2008 წელს "ატლანტასთან" ერთად (7 თამაში), 2015 წელს "მილუოკისთან" ერთად (6) და 2016 წელს "დალასთან" ერთად (5).

სამჯერ, როცა ზაზა "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი იყო, მისი გუნდი მეორე რაუნდში გავიდა - ზედიზედ 2009, 2010 და 2011 წლებში. სამივე შემთხვევაში გუნდმა პლეი ოფში 11-11 თამაში ითამაშა.

"ქორები" მაშინ შესაბამისად, "კლივლენდმა", "ორლანდომ" და "ჩიკაგომ" გამოთიშეს.

ერთ სეზონში 11 მატჩი პლეი ოფში ზაზას კარიერის რეკორდია, რომელსაც ის აუცილებლად გააუმჯობესებს, რადგან უკვე 8 მატჩი ითამაშა და კონფერენციის ფინალი "გოლდენ სტეიტმა" "მშრალი" სერიითაც რომ წააგოს, ქართველს 12 თამაში დაუგროვდება.

"ჯაზთან" სერიაში ზაზამ კიდევ ერთი პირადი რეკორდი დაამყარა - მან სასტარტოში პლეი ოფის მატჩში უკვე 8 მატჩი ითამაშა, აქამდე კი ზაზას რეკორდი სეზონში 6 მატჩი იყო სასტარტო შემადგენლობაში (პლეი ოფში) - 2015 წელს "მილუოკისთან" ერთად.

ჯამში ფაჩულიამ პლეი ოფში 59 მატჩი ითამაშა, აქედან 19 სასტარტო შემადგენლობაში. მოედანზე გაატარა 1075 წუთი. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა 314 ქულა, 288 მოხსნა, 51 პასი, 29 ჩაჭრა და 18 დაფარება მიითვალა.

ზაზა პლეი ოფში ამ სეზონში საშუალოდ 5,8 ქულასა და 4,1 მოხსნას აკეთებს, კარიერაში კი - 5,3 ქულასა და 4,9 მოხსნას.

კიდევ რა პირადი რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია ფაჩულიას
* ამ სეზონში პლეი ოფში ფაჩულიას ანგარიშზე 46 ქულაა. მისი საუკეთესო შედეგი 76 ქულაა (2009 წ). რეკორდამდე მას 30 ქულა აკლია, რაც მინიმუმ 4 თამაშში არც ისე ძნელად მისაღწევი გვგონია.

* უფრო რთულადაა საქმე მოხსნებთან დაკავშირებით. ზაზას ანგარიშზე 33 მოხსნაა, მაშინ, როცა 2009 წელს 76 მოხსნა ჰქონდა. ზაზას 33 მოხსნა აკლია. ამ რეკორდის მოხსნაც შესაძლებელია.

* საუკეთესო შედეგამდე სეზონში ზაზას აკლია 11 პასი, 5 ჩაჭრა და 4 დაფარება. ყველა ამ რეკორდის მოხსნაც შესაძლებელია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა გააღმერთეთ ეს კაცი ჩვეულებრივი საშუალო დონის კალათბურთელია იქ,რაა ფაჩულიას გარეშე არ მოუგია გოლდენს? სულელური ეპიზოდემიც მინახია ფაჩულიასი და თქვენ რეკორდებზე გაიძახით
vili
11 მაისი 2017 16:42
0
ტოლო შენი ჭკუით შენი მხარდამჭერების და ფანების კლუბი შექმენი? ვაი რა დებილი უნდა იყოს აქ ვინმე რომ შენი ეს ნაჩალიჩარი დაიჯეროს. :)))))
საბონის-ს
10 მაისი 2017 09:57
0
საბონის, შენი მჯერა
საბონისს. სოსო
09 მაისი 2017 20:15
0
მართალი ხარ საბონის: შენ თუ ვინმე რამეს დაგწამებს, ეგ, ამერიკანობა უფრო უნდა იყოს :)
aba baba
09 მაისი 2017 18:00
0
საბონის,აქ გასაკვირი არაფერია.სპორტალზე ბევრი სტატია იდება, მაგრამ ყველას 0 კომენტარი აქვს.მხოლოდ იმ სტატიებს აქვთ კომენტარები,რომლებიც ამბები.ჯის გვერდზე რომ სპორტალის სვეტია, იქ იდება.ანუ შედარებით მნიშვნელოვანი სპორტული ინფოები.იმ არაადეკვატურ კომენტარებსაც ის ტროლები აკეთებენ, პოლიტიკაზე რომ აქვთ ენა ალესილი.ასე რომ,პუტინის აგენტობასაც დაგაბრალებენ და ლენინის მკვლელობასაც.
ბურთი საიდან იბერება ის არ იციან და ზაზა თუ შაკილ ონილი ჰგონიათ,ეგ რა გასაკვირია
vaxo
09 მაისი 2017 17:44
0
ზაზას ძალა თუნდაც იმაში ჩანს, რო სადაც ყველაძე ცოტა ითამაშა ის თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა გოლდენს.
sabonis
09 მაისი 2017 17:22
0
არ მიკვირს, მეც მაბრალებენ რაღაცეებს. რას იზამ არიან გენიოსები :))))
ნათია
09 მაისი 2017 17:17
0
ზაზა ჩვენი სიამაყეა, წინა სტატიაში,რღაც ვიხუმრე და ვიღაც ტიპებმა პუტინობა და ტროლობა თუ რაღაცეები დამაბრალეს მართლა ვერ გავიგე რას მერჩოდნენ. ზაზას დავიცავ ყველგან და ყოველთვის..
sabonis
09 მაისი 2017 17:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული