ვასკესი ფაჩულიას წინააღმდეგ - "სან ანტონიოს" ფანმა ზაზას სასამართლოში უჩივლა [VIDEO]

AutoSharing Option
San Antonio Express-News მოულოდნელ ცნობას აქვეყნებს: "სან ანტონიო სპურსის" ერთ-ერთმა ფანმა მთელი სერიოზულობით უჩივლა ზაზა ფაჩულიას ტეხასის შტატის სასამართლოში კავაი ლეონარდისთვის ტრავმის მიყენებისთვის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფანმა, რომლის სახელი და გვარია ხუან ვასკესი, სასამართლოში უჩივლა ზაზას და კომპენსაციის სახით (მორალური ზიანისთვის) 73 ათასი დოლარი მოითხოვა, თუმცა მისი მთავარი მოთხოვნაა, NBA-ს მოედნებზე შეწყდეს ზაზა ფაჩულიას უხეშობები.

"ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ეს სახიფათო მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს (და უკვე გამოიწვია) სერიოზული ტრავმები, აღიკვეთოს სან ანტონიოს მოედანზე", - განაცხადა ვასკესის ადვოკატმა ალფონსო კენარდ ჯუნიორმა.
NBA-ს ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა, რომ იმ ეპიზოდისთვის ზაზა ფაჩულია არანაირ სასჯელს არ იმსახურებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
იქ არც ითამაშებს ალბათ, ტრავმის გამიზეზებას მოერიდება...
Irakli apkhaidze
12:08 19-05-2017
0
ვეთანხმები „სტუმარი“-ს ვუჩივლოთ ვასკესს და მოვთხოვოთ სასამართლოს მისი მკურნალობა.
თენგაბი
12:06 19-05-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული