ვასკესი ფაჩულიას წინააღმდეგ - "სან ანტონიოს" ფანმა ზაზას სასამართლოში უჩივლა [VIDEO]

AutoSharing Option
San Antonio Express-News მოულოდნელ ცნობას აქვეყნებს: "სან ანტონიო სპურსის" ერთ-ერთმა ფანმა მთელი სერიოზულობით უჩივლა ზაზა ფაჩულიას ტეხასის შტატის სასამართლოში კავაი ლეონარდისთვის ტრავმის მიყენებისთვის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფანმა, რომლის სახელი და გვარია ხუან ვასკესი, სასამართლოში უჩივლა ზაზას და კომპენსაციის სახით (მორალური ზიანისთვის) 73 ათასი დოლარი მოითხოვა, თუმცა მისი მთავარი მოთხოვნაა, NBA-ს მოედნებზე შეწყდეს ზაზა ფაჩულიას უხეშობები.

"ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ეს სახიფათო მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს (და უკვე გამოიწვია) სერიოზული ტრავმები, აღიკვეთოს სან ანტონიოს მოედანზე", - განაცხადა ვასკესის ადვოკატმა ალფონსო კენარდ ჯუნიორმა.
NBA-ს ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა, რომ იმ ეპიზოდისთვის ზაზა ფაჩულია არანაირ სასჯელს არ იმსახურებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ზაზა არ მიაქციო ყურადღება შენზე უარყოფით გამონათქვამებს. ძალიან მაგარი ხარ და ასე გააგრძელე
ვოვა
09:20 19-05-2017
0
უფალმა გაგაძლიეროთ და ულევი სიხარული მოგანიჭოთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად!
იზა
10:18 19-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული