TimeLine: ფაჩულია: გულითადად გჩუქნი, ტომპსონი: დავწვავ! [PHOTO]

AutoSharing Option
კლეი ტომპსონმა ზაზა ფაჩულიას რომ ჰკითხა - ქართველები ჯორჯინიელები ხართო, ეს ამბავი ორიოდე თვის წინ ამავე რუბრიკაში დავწერეთ. მას მერე ზაზასა და კლეის შორის მეგობრული დუელი გაჩაღდა:

ფაჩულიამ "იუტასთან" კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ტომპსონთანაა გადაღებული.

მიაწერა: "ისტორიული დღე, მე - 7 ქულა, კლეის - 6."

მეორე დღეს, ვარჯიშზე, ქართველმა ცენტრმა ჩარჩოში ჩასმული გაზეთი "სან ფრანცისკო ქრონიკლი" მიიტანა, რომელშიც, ამ ისტორიული მატჩის ოქმი და მიმოხილვა ეწერა.

Sportall.Ge
დავწვავ! [PHOTO]" />

საზეიმო ვითარებაში ტომპსონს გადასცა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს - სად ჩამოკიდებო?

- დავწვავ! - მიუგო "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა.

ზაზამ და კლეიმ "იუტასთან" 4:0 დასრულებული სერიის შემდეგ სათევზაოდაც მოიცალეს და კიდევ ერთი ისტორიული ფოტო გადაიღეს: ამერიკელს ხელთ ორი დიდი თევზი უჭირავს (ამერიკელები ბასს უწოდებენ), ზაზა კი ძლივს ერევა ორ ანჩოუსს...

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანჩოუსი რა არის? ალბათ ლიფსიტა ხო? სამარცხვინო ხალხი ხართ ეს ძალა განათლებულები.
გია-11
10:24 22-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული