ზაზა ფაჩულიას ზომის საჩემპიონო კეპი ვერ გამოინახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც NBA-ს ტიტული მოიგო - ის დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა.

ისტორიაში პირველად - ზაზა ფაჩულია NBA-ს დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია! [VIDEO]

"სან ანტონიოს" მეოთხე მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელები დააჯილდოვეს და მათ ჩემპიონის კეპები დაურიგეს. მხოლოდ ზაზასთვის ვერ გამოიძებნა საჩემპიონო კეპი. არა იმიტომ, რომ იგი თამაშს ტრავმის გამო ტოვებდა, უბრალოდ, მისი თავის ზომის არც ერთი კეპი არ აღმოჩნდა, რამაც "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებში დიდი მხიარულება გამოიწვია.

ამის შემდეგ სტუდიაში მიწვეული გუნდის ლიდერი სტეფ კარი ხუმრობის ხასიათზე დადგა: "ისინი,
უბრალოდ, არ ამზადებენ ზაზას ზომის კეპებს, თუმცა, თუკი ფინალს მოვიგებთ, უნდა გაითვალისწინონ და ერთი კეპი ზაზას ზომის დაამზადონ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავ ზაზა, ბოლომდე გაგემარჯვოს ნბა-ში ქართველთა საამაყოდ.
gizog
12:08 24-05-2017
0
ძალიან გაგვახარე ზაზა... ღმერთმა დაგილოცოს გზა
manutd 1
11:37 24-05-2017
0

სიახლეები პოპულარული