საქართველოსთვის ისტორიული: ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერია მოგებით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის.

სწორედ ამ წელს, პირველად ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა.

დღეს, 2 ივნისს, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში საკუთარი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო.

"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ფინალური სერია 22-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დურანტის, სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის უბადლო თამაშს ზაზა ფაჩულიას რიგიანი გარჯაც დაერთო და ოკლენდელებმა ისე სძლიეს ლებრონ ჯეიმსის, კაირი ირვინგისა და კევინ ლავის "კლივლენდს", რომ კითხვის ნიშნები
არ დაუტოვებიათ - 113:91.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. "გოლდენ სტეიტმა" კი პერიოდი 33:20 მოიგო და დიდი შესვენებისთვის დაფიქსირებული 8-ქულიანი უპირატესობა 21-მდე გაზარდა. ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა: მაპინძლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ფინალურ სერიაში მათ მხარეს მყოფი მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს.

"გოლდენ სტეიტის" ლიდერებმა - კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ ისე ითამაშეს, როგორც შეეფერებოდათ. დურანტმა პირველ ტაიმში 23 ქულა ჩააგდო, შეხვედრა კი 38 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით დაასრულა. სტეფ კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა. დრეიმონდ გრინს ორმაგამდე მცირედი დააკლდა - 9 ქულა, 11 მოხსნა.

სწორედ ამ მოთამაშეების შემდეგ პროდუქტიულობით ზაზა ფაჩულია მოდის, რომელმაც შეხვედრა "გოლდენ სტეიტის" სნაიპერზე - კლეი ტომპსონზე (6 ქულა, 4 პასი) შედეგიანად დაასრულა. ზაზამ მოედანზე გატარებულ 14 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი, რომელიც მის კურიოზულ ორქულიანს ჩაროზად მოჰყვა, ააცილა.
იხილეთ ვიდეო: ფაჩულიას ორქულიანი, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია
Sportall.Ge

რაც შეეხებათ მოქმედ ჩემპიონ კლივლენდელებს, მათ ძალიან ცუდად ითამაშეს. ოკლენდელთა დაცვამ სტუმრებს ბურთი 20-ჯერ დააკარგვინა. "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა კი ბურთი მთლიანობაში მხოლოდ 4-ჯერ დაკარგეს. ლებრონ ჯეიმსმა 40 წუთში 28 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა. 25 ქულა ჰქონდა კაირი ირვინგს, კევინ ლავმა კი 15 ქულა, 21 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი - კლივლენდი 113:91
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" 1:0 დაწინაურდა, ფინალური სერია კი 4 გამარჯვებამდე გრძელდება. მორიგი მატჩი კვლავ ოკლენდში - ჩვენი დროით 5 ივნისს, დილის 4 საათზე დაიწყება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
ყოჩაღ, უკვე შედგა საქმე. ეს უკვე მომწონს. ეცადე ინტერნკაცუნას არ დაემსგავსო.
ბიბლიმაგარა
03 ივნისი 2017 18:40
0
ვახ, რა მაგრა გყვანან ოფოფები და კოდალები, თავის ჩიტი გვრიტებით.
ვითომ მხარდამჭერების გამოჩენაც რაღა პონტია, პლიუს თვითგანდიდების მანიაც გაწუხებს? )))
tanto
03 ივნისი 2017 16:32
0
Tanto-ია, თუ იცი მაინც რას ჩადიხარ?
თითი გაჰყავ, ჰქუუხს?!
03 ივნისი 2017 15:58
0
პანტალონ tanto, ჩამოდი მატარებლიდან!
oscar
03 ივნისი 2017 15:44
0
ბატონო Tanto, არ გეკადრება შემოგევლე უზრდელობა. შენი უხამსობით მე ვერაფერს დამაკლებ იცოდე.
ბიბლიმაგარა
03 ივნისი 2017 15:05
0
რა მაგრად უბერავ ბატონო ბიბლიმაგარავ, რა გინდა აქ?
აქ ჯდომას და უმისამართო და უაზრო კომენტარების წერას, გირჩევნია სასწრაფოდ ნერვოლოგს და ფსიქიატრს გაესინჯო და მერე ასევე სასწრაფოდ მკურნალობას შეუდგე.
tanto
03 ივნისი 2017 14:04
0
ბატონი TANTO თუ ფიქრობს რომ მარტო მან იცის რას ნიშნავს QUOD LICET JOVI, NON LICET BOVI, ნამდვილად დიდი გადახრაა. პირიქით, ზაზას დიდი მადლობა გამოუცხადა თავად სტივ კერიმ, სპურსთან (სან ანტონიო) პირველი თამაშის გამო. ზაზამ ძლიერ ამოკეტა კავაი ლეონარდი, რის გამოც კავაიმ დაიწყო თამაში მოედნის განაპირა ზოლზე, რითაც ფიქრობდა რომ ზაზას გადააგდებდა მოედნის გარეთ, ან აკიდებდა მარტივად ფოლს. ის ორჯერვე წამოეგო თავის ფანდს და ადგილის სივიწროვის გამო თავად გავარდა მოედნიდან, ზაზა კი ოსტატურად დარჩა შიგნით. კავაი, ამის გამო ერთხელ ზაზას ფეხზე დაეცა, წინა თამაშებში ნატკენი ფეხით და მეორედ სკამზე მჯდომი პიროვნების ფეხზე. ამის გამო მან საერთოდ ვეღარ მოახერხა თამაშის გაგრძელება. აქამდე სპურსი თუ იგებდა ოცი ქულის განსხვავებით, რითაც საშინელ შოკში იყო გოლდენი, ამის მერე გოლდენმა ამოისუნთქა. სტეფიმ და კე-დიმ (კევინ დიურანტი), მოძებნეს საკუთარი თავები და თამაშის მიწურულისთვის (ბოლო 2 წუთი) შეხვედრა დაიყვანეს ხუთ ქულამდე სპურსის სასარგებლოდ, რაც ბოლო ორ წუთში მთლიანად ამოწურა გოლდენმა და თამაშიც მოიგო 2 ქულის განსხვავებით. აი ამისთვის მიიღო უამრავი ქება ზაზამ გოლდენში და დიდი მადლობები. სხვათა შორის ბოღმის ჟურ - ჯორნალისტები ათას საძაგლობას წერენ ლებრონზე და სხვა დიდებზე თუ ოდნავ ფეხი დაუცდათ მათ სადმე. ამით ცოცხლობენ ისინი. ასეთ სისულელებზე განა ღირს გადარევა? საერთოდ თუ ადამიანს NBA უყვარს, მაშინ ის უნდა აფასებდეს ყველა დიდ მოთამაშეს. კავაი ლეონარდი დიდი მოთამაშეა, მაგრამ ჭკუით წააგო ზაზასთან. მაგრამ არავითარი უხამსობა არ უკადრია მას ზაზას მიმართ. რას იზამ, ზაზას თავისი მასივის გამო უჭირს სისწრაფე, მაგრამ ის დიდი ტვინია. ამიტომ აფასებენ მას. ზაზას დამსახურებაა, უბურთოდ ოსტატურად თამაში, რითაც, ადრეც და ახლა კლივლენდთან თამაშის დროს, არაერთხელ გაუხსნა მან გზა სტეფს კე-დის და კლეი ტომსონს. ამის გამო გუნდში მან მიაღწია დიდ ავტორიტეტს, რაც გამოჩნდა, თანდათანობით, მის მიერ შემდეგ თამაშებში ჩაყრილი ბურთებით. სხვათა შორის მას მერე ლეონარდს აღარ უთამაშია არცერთი თამაში და გრეგ პოპოვიჩს (სპურსის მწვრთნელი) დაენგრა გეგმები, რაზედაც გადაირია და უკადრებელი იკადრა, სტივ კერის მიმართ (გოლდენის მწვრთნელი). გრეგი ძალზე დიდი სპეციალისტია, მაგრამ საზიზღარი ხასიათის მქონე. ამის გამო გოლდენი სასტიკად გამწარდა და თავზე გადაამხო მას ყველაფერი. აი ბატონო TANTO, ახლაღა გიპასუხებთ, ამის გამო თქვენივე ფორმაში: ამაზეა ნათქვამი - ქარიშხალს მოიმკიო.
ბიბლიმაგარა
03 ივნისი 2017 11:17
0
ესე დაადუმე ზაზა შენი კრიტიკოსები დანარჩენ შეხვედრებშიც.სადა ხართ ხალხნო, აუუუუ.GO GO GO ზაზა!!!
კახა ქირია
02 ივნისი 2017 18:31
0
მაგან ის ვერ გაიგო რომ... ზაზას პუბლიკა დაუმსახურებლად ჩაგრავს პრინციპით, "რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს".
tanto
02 ივნისი 2017 18:05
0
ლებრონი მაგარია, რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, მაგრამ რაც დაწერა tanto-მ არ არის მართალი, არ ყოფილა ეს ეპიზოდი?!
aburjga
02 ივნისი 2017 17:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული