ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 8 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდთან" NBA-ს ფინალურ სერიაში მესამე შეხვედრა გამართა, მესამე გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. ფაჩულიას გუნდმა სტუმრად ანგარიშით 118:113 მოიგო და სერიაში 3:0 დაწინაურდა.

მატჩი ისე სრულდებოდა, თითქოს მასპინძელთა გამარჯვება გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო 2-წუთნახევარში ოკლენდელებმა კევინ დურანტის მექულეობით 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და საბოლოოდ სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს.

დურანტმა საბოლოოდ 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები - 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ
კი შეხვედრა 26 ქულით, 13 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

გოლდენსტეიტელთა ქართველი ცენტრი ამ მატჩში შედეგიანობით ვერ გამოირჩა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ სამივე სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.

უქულოდ დაასრულა შეხვედრა კლივლენდელთა ცენტრმა ტრისტან ტომპსონმაც, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 39 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "გოლდენ სტეიტს" პლეი ოფში ჯერ არ წაუგია, ოკლენდელები ლიგის რეკორდის მფლობელები არიან, ამ დროისთვის მათი მოგებებების სტატისტიკა 15:0-ია.
იხილეთ ვიდეო: კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 113:118
Sportall.Ge

მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც "გოლდენ სტეიტი" ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვახოს პანაშვიდი 10 ივნისს დილიდან!
გამოსვენება 13 ივნისს!
ქელეხი მარხვითაა!
sportall.ge მკითხველთა საყურადღებოდ!
08 ივნისი 2017 13:58
0
gizog
08 ივნისი 2017 13:33
qutaisels-ს გთხოვ დაწეროთ სად, რომელ საიტზე უყურებთ პირდაპირ რეპორტაჟს ან ჩანაწერს? წინასწარ დიდი მადლობა სმარტი ტვ მაქვს და იქედან ვუყურებ იუთუბიდან აქვს ეგეთი პორტალი პირდაპირი სპორტული ეთერი . და იქედან ვუყურებ .ისე სატელიტი თუ გაქვს აზერების არხია ცბც სპორტი და ისიც აჩვენებს ასევე თურქული არხი ტვ 8.5 ი ეს 42 გრადუსზეა და ცბც 46 ზე.ორივეს კარგი ჩვენება აქვს.სილქ უნივერსალიც აჩვენებს როგორც ვიცი.ჩვეულებრივ ანტენაზე მოდის იუთუბზეც შეგიძლია ჩანაწერის ნახვა.
quTaiseli
08 ივნისი 2017 13:57
0
ეჰ ვახო ვახო გადაგიყოლებს ეგ ბეჭედი შენ და არც დამენანები!
vaxo-s
08 ივნისი 2017 13:49
0
qutaisels-ს გთხოვ დაწეროთ სად, რომელ საიტზე უყურებთ პირდაპირ რეპორტაჟს ან ჩანაწერს? წინასწარ დიდი მადლობა.
gizog
08 ივნისი 2017 13:33
0
qutaiseli და T b i l i s iლ ორივე ასიანები ხართ.
Tskhinvaleli kosta
08 ივნისი 2017 13:31
0
კინოფილმი "არასერიოზული კაცი" ალბათ გახსოვთ.იქ მთავარი გმირი ქუჩაში ძაღლს იპოვის,იქვე გაყიდის და როცა ციდან ჩამოვარდნილ ფულს ჯიბისკენ წაიღებს,კმაყოფილი ჩაილაპარაკებს: ჰმ, მურაო...
ასეა ფაჩულიას საქმეც.ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ,რომ ზაზა გოლდენ სთეითის ვარსკვლავების ხარჯზე მზამზარეულ ბეჭედს იგებს.
იხარე ერო !!!!
vaxo
08 ივნისი 2017 13:11
0
ქუთაისელი ასიანი ხარ!
T b i l i s i
08 ივნისი 2017 11:35
0
ძალიან მაგარი თამაში იყო ესეთი პერიმეტრის მქონე გუნდი უბრალოდ არმინახავს თუ ესე გაგრძელდა მომავალშიც ალბათ ამათი წამქცევი კარგახანს არავინ იქნება.
qutaiseli
08 ივნისი 2017 10:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული