მატჩი ისე სრულდებოდა, თითქოს მასპინძელთა გამარჯვება გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო 2-წუთნახევარში ოკლენდელებმა კევინ დურანტის მექულეობით 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და საბოლოოდ სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს.
დურანტმა საბოლოოდ 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები - 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ
გოლდენსტეიტელთა ქართველი ცენტრი ამ მატჩში შედეგიანობით ვერ გამოირჩა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ სამივე სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.
უქულოდ დაასრულა შეხვედრა კლივლენდელთა ცენტრმა ტრისტან ტომპსონმაც, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 39 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "გოლდენ სტეიტს" პლეი ოფში ჯერ არ წაუგია, ოკლენდელები ლიგის რეკორდის მფლობელები არიან, ამ დროისთვის მათი მოგებებების სტატისტიკა 15:0-ია.
მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც "გოლდენ სტეიტი" ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება.