ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).
ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
ეს ფაჩულიას ბრალი არ არის.ის ნაყოფიერია ამ დროის მანძილზეც,ოღონდ თავისი დონის ფარგლებში.თქვენ კი მისი შესაძლებლობების გაათმაგებას ცდილობთ.
ბუზს სპილოდ ნუ აქცევთ მეთქი ამას გავყვირივარ აქ თვეებია,თორემ ზაზა მშვენიერი სპორტსმენი და პროფესიონალია.ეს კომენტარები რომ წაიკითხოს დარწმუნებული ვარ დამეთანხმება ყველაფერში.
ჯერ იყო და საოლსტარე ვაკხანალია გამართეს,რაც სასაცილოდ არ ეყოთ ლიგაში და წესებიც სამართლიანად შეცვალეს.
მერე ლიგის საუკეთესო ცენტრებს ადარებდნენ.მე მეკამათებოდნენ გობერს ჯობიაო.გობერი კი სეზონის მეორე ხუთეულში დაასახელეს ბოლოს.
ბოლოს საერთოდ აბსურდი დაახეთქეს.ფაჩულია ფინალში იტყვის თავის სიტყვასო.არადა კაცს ფინალში კი არა,მთელი სეზონი ჩვეულებრივი სტატისტი იყო.უბრალოდ მორჩილად ელოდა თავის ბეჭედს და კარი-დიურანტ-გრინ-ტომპსონმა მოაგვარეს ეგ საკითხი.
აი გეკითხებით:იყო თუ არა ასე? და ამის მეტი მითქვამს რამე აქ თუ არა?