ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
მკითხველის კომენტარები / 56 /
რაის ვერის ბაღი სპორტის სასახლე აღარ აქვს კალათბურთს :))))ხან ევროვიზიაა და ხან სტუდია თელა მეჯლისობს. ვერის ბაღის დარბაზი ხომ საერთოდ წლებია აღარ არის საკალათბურთო. გარემონტდა საოლიმპიადოთ და ისიც უგათბობო. ხთფუ
Zorgo
18 ივნისი 2017 01:22
0
არ შეგიძლიათ ერთი დღე მაინც მოგვაშოროთ ეს მარაზმატიკი აქედან და არ გვიშალოთ ნერვები???
vaxoia
13 ივნისი 2017 18:03
0
ნიკო-ჯან აბა გადახედე სხვა გუნდებს და თუ ნახავ სასტარტოს მოთამაშეს,რომელსაც 15 წუთი ეძლევა სათამაშო დრო.
ეს ფაჩულიას ბრალი არ არის.ის ნაყოფიერია ამ დროის მანძილზეც,ოღონდ თავისი დონის ფარგლებში.თქვენ კი მისი შესაძლებლობების გაათმაგებას ცდილობთ.
ბუზს სპილოდ ნუ აქცევთ მეთქი ამას გავყვირივარ აქ თვეებია,თორემ ზაზა მშვენიერი სპორტსმენი და პროფესიონალია.ეს კომენტარები რომ წაიკითხოს დარწმუნებული ვარ დამეთანხმება ყველაფერში.
vaxo
13 ივნისი 2017 17:25
0
vaxo - "ვულოცავ ფაჩულიას ნანატრ ბეჭედს.ყოველთვის ვწერდი რომ ეს გარდაუვალი იყო,ასეთი გუნდით ათუაშვილიც გახდებოდა ჩემპიონი". ასეთი "გულწრფელი" მოლოცვა, ძალზე იშვიათია მოყვასის მხრიდან (მოყვასია კი!!). ათუაშვილის საწინაამღდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს vaxo რომ იშვიათი ეგზემპლიარია, ფაქტია. მე მგონი გვეკაიფება და ამით ხარობს. შეეშვით რა!!!!
ნოდი
13 ივნისი 2017 16:48
0
vaxo-"ჯან". კალათბურთელი, რომელიც სასტარტო ხუტეულშია და რომელსაც საშუალოდ 14-18 წუთი ეძლევა სათამაშოდ, სტატისტის როლს როგორ არგებ ტო!!! იძახი კალათბურთის ზნატაკი და ვერის ბაღის ბინადარი ვარო, მაშინ ამიხსენი, სტატისტი რას ნიშნავს? ყველა კარი ან დიურანტი ხომ არ იქნება!!! ეს ვინაა ტო!!! ინფაქტი დამმართა უკვე!!!
ნიკო
13 ივნისი 2017 16:43
0
მე გავასწორე ფაჩულია მიწასთან?ზედმეტი არაფერი მითქვამს მასზე,მხოლოდ მის უაზრო ფანებს ვსაყვედურობდი არაადექვატურობისთვის.
ჯერ იყო და საოლსტარე ვაკხანალია გამართეს,რაც სასაცილოდ არ ეყოთ ლიგაში და წესებიც სამართლიანად შეცვალეს.
მერე ლიგის საუკეთესო ცენტრებს ადარებდნენ.მე მეკამათებოდნენ გობერს ჯობიაო.გობერი კი სეზონის მეორე ხუთეულში დაასახელეს ბოლოს.
ბოლოს საერთოდ აბსურდი დაახეთქეს.ფაჩულია ფინალში იტყვის თავის სიტყვასო.არადა კაცს ფინალში კი არა,მთელი სეზონი ჩვეულებრივი სტატისტი იყო.უბრალოდ მორჩილად ელოდა თავის ბეჭედს და კარი-დიურანტ-გრინ-ტომპსონმა მოაგვარეს ეგ საკითხი.
აი გეკითხებით:იყო თუ არა ასე? და ამის მეტი მითქვამს რამე აქ თუ არა?
vaxo
13 ივნისი 2017 16:01
0
ყველაზე დიდი და ღირსეული ქართველი. იმრავლოს შენმა ჯიშმა და მოდგმამ.გაიხარე.
tornado
13 ივნისი 2017 15:49
0
vaxo სადა ხარ ტოო?!დილიდან გელოდებით ყვავილებითა და ვენოკებით!ამოდი დროზე
კუკიის სასაფლაოს პრეზიდენტი!
13 ივნისი 2017 15:21
0
კალათბურთის მცოდნე რო ხარ მერე მიტო გაარტყი ასიანში და ეხლა მილოცვა მემგონი უადგილოც არის კაცი მიწასთან გაასწორე რასაც ქვია დაეხლა ულოცავ შე დალოცვილო.დანარჩენებს ეყო მემგონი ჭკუა და სულარ შემოდიან ისე შეგინდოს უფალმა ქართველები ვართ რაცარუნდა იყოს.
quTaiseli
13 ივნისი 2017 15:09
0
პუტინის ზედმეტსახელა სეხნიავ, მაინც გაეპარათ შენი კომენტი?
vaxo-ს
13 ივნისი 2017 15:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული