ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "კლივლენდთან" ფინალური სერიის მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ სეზონი მძიმე იყო და ფინალში გამარჯვებაც რთული აღმოჩნდა.

- ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს [VIDEO+PHOTO]

"სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით.

ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.
ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" ოკლენდში 13 ივნისს გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.
მკითხველის კომენტარები / 35 /
როგორ ეკაიფებიან ...ნასიიინგ იზიიიი :))
:))
13 ივნისი 2017 13:16
0
ზაზა ამაყები ვართ შენით. შენით დაიწყო ამერიკაში ქართველთა უმაღლესი წარმატებები.
gizog
13 ივნისი 2017 13:08
0
გილოცავ ზაზააა!!!! გაიხარე ქართველთა გახარებისთვის.გისურვებ კიდევ არა ერთხელ გაგემეორებინოს ესეთი დიდი წარმატება შენს კარიერაში.
gizog
13 ივნისი 2017 13:06
0
ვახო სად არის, ვახო. გაუსკდა გული, დაახრჩო ბოღმამ ალბათ.
vaxo-s
13 ივნისი 2017 12:50
0
Gilocav ZAZA!!! Zalian DIDI da magari kaci xar!!!
Malxazi
13 ივნისი 2017 12:47
0
გილოცავ ზაზა და გილოცავ საქართველო. გენაცვალე ზაზა!!!!!!!!!
B-52
13 ივნისი 2017 12:20
0
ზაზაა, გვეამაყები, რამხელა სიხარულია ეს ჩვენი ხალხისთვის და წარმატება ქვეყნის.. სულ გამარჯვებული გევლოს ზაზა.. შენ ხარ ჩვენი საამაყო ქართველი და დიდი კაპიტანი! გილოცავთ ქართველებო ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის, ნბა-ს ჩემპიონი გვყავს.. გავიხაროთ
jiji
13 ივნისი 2017 12:20
0
ყველას გილოცავთ, აღფრთოვენებული ვარ!!!
ერთი იმ ჭკუათხელისთვის ჩამახედა ახლა დაბოღმის თვალებში ამ დღეებში რომ იდორბლებოდა; მგონი ადილა ერქვა (გვარად კარაპეტიანი)
ასა
13 ივნისი 2017 12:17
0
"ეს გამარჯვება არის საქართველოსთვის!"


ამ სიტყვების შემდეგ როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს ადამიანი რომელმაც ასეთი დიდებილი სიტყვები გიძღVნა ჩVენ და სრულიად საქართველოს . . .
J A G A
13 ივნისი 2017 12:02
0
შენ გენაცვალე ჩვენო მთა კაცო შენს პატრიოტიზმს შენს ჯიგარს შენს სულს და გულს ვენაცვალე სიამაყის და სიხარულის ცრემლები მდიოდა დილით უბრალოდ პატარა შანსს არ უშვებ ხელიდან რომ მთელ მსოფლიოს დაანახო და სიამაყით და სიყვარულით არ მოიხსენიო ჩვენი შეუფასებელი საქართველო გიო მართალს წერ ძმაო არაკაცები და აფსუს ვერ შევაგინებ გნომები ბევრი არიან და მაგათი ბოღმიანი ...........ზაზა მთელი საქართველო გელოდებით ძმაო თასთან და ბეჭედთან ერთად
პაატა
13 ივნისი 2017 11:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული